Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ცოლიკოური საუკეთესო თეთრი ღვინოების ჩამონათვალში

ახლა ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეებია, თეთრი ღვინოები კი ახლა განსაკუთრებით მიმზიდველია. The Gasette საუკეთესო თეთრ ღვინოებზე წერს, რომელთა შორისაც ქართულ ცოლიკოურსაც შეხვდებით. ამჯერად სტატიაში თელიანი ველის 2019 წლის ცოლიკოურზე წერენ, რომელიც ტვიშის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგანაა დაწურული. თეთრი მშრალი ღვინო ღია ჩალისფერი შეფერილობით ხასიათდება. მასში ციტრუსისა და მწვანე ვაშლის არომატებს იგრძნობთ. იდეალურად ერწყმის სალათებსა და მოცარელას, ასევე ხილსა და მსუბუქ დესერტებს. სტატიაში საქართველოზეც წერენ: “ღვინის 8000 წლიანი კულტურის ქვეყანა ბევრი განსხვავებული და განსაკუთრებული ვაზის ჯიშითაა ცნობილი. ცოლიკოური გამორჩეული თეთრი ღვინოა, რომელიც აუცილებლად აღაფრთოვანებს ღვინის მოყვარულს”

გარდა ამისა, სტატიაში სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა თეთრ ღვინოებს შეხვდებით. ახალ ზელანდიური ღვინოები, განსაკუთრებით სოვინიონ ბლანი ცოცხალი არომატებით გამოირჩევა. 2021 წლის Ponga ციტრუსებისა და მკაფიო, ღია მცენარეული ტონები ახასიათებს. სამხრეთ აფრიკა, მაგალითად, ძირითადად უფრო მეტ Chenin Blanc-ს აწარმოებს, ვიდრე სხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნები. 2019 წლის Raats Original ყვითელი ვაშლის, ნესვის, ლიმნისა და კივის არომატებით ხასიათდება, 2017 წლის Capensis შარდონე კი წვნიანი ციტრუსის, ანანასისა და სასიამოვნო, კრემისებური ნოტებითაა გამორჩეული, რომელიც, როგორც ავტორი გვეუბნება, გულგრილს არავის დატოვებს.

"როცა იტალიურ ღვინოებზე ვფიქრობთ, ძირითადად წითელი ღვინოები წამოგვიტივტივდება ხოლმე გონებაში, თუმცა თეთრები გემოვნური თვისებების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული”. ამის კარგი მაგალითია 2019 წლის Luretta “Boccadirosa”, რომელშიც ფორთოხლის, როზმარინისა და მიწის არომატებს იგრძობთ. სამხრეთ იტალიის ღვინოები, რომლებიც, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში არასაკმარისად იყო დაფასებული, ახლახანს დაჯილდოებულმა რამდენიმე ღვინომ წარმოდგენა შეცვალა. მათ შორისაა 2019 წლის Guido Marsella Fiano di Avellino Campania - მდიდარი ნუშის, ახალი ვაშლისა ქონდარის არომატებით.  2020 წლის “Giunco” Vermentino di Sardegna კი ტროპიკული ხილით, მსხლის მრგვალი ნოტებითა და ციტრუსის სურნელებით ხასიათდება. ღვინოების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ სტატიაში ნახოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული