Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"შუხმან ვაინს ჯორჯია" 2015 წლის მსოფლიოს ღვინის წამყვანი კომპანიების ასეულში მოხვდა

Wine and Spirits Magazine წლის მეღვინეობების ასეულს ოფიციალურად 21 სექტემბერს დაასახელებს. თუმცა ღვინის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ასეულში ქართული კომპანია - შუხმან ვაინს ჯორჯიაც არის წარმოდგენილი. შუხმან ვაინს ჯორჯია პირველი ქართული ბრენდია, რომელიც Top 100 Wineries შორის მოხვდა. 

ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს ღვინის სხვადასხვა რეგიონის წამყვანი კომპანიები. გამარჯვებულები ბრმა დეგუსტაციებზე, მათ მიერ წარმოებული ღვინოების მიხედვით, პროფესიონალთა შეფასებების საფუძველზე ვლინდება. 2014 წელს კონკურსში 14 500 ღვინო იყო წარმოდგენილი. 

"ეს შუხმან ვაინს ჯორჯიას მეორე ჯილდოა, რომელიც მან 2015 წელს დაიმსახურა Wine and Spirits Magazine"-ისგან. წელს ჩვენ მიერ წარმოებულმა მწვანემ (თეთრი მშრალი, 2013) 99 ქულა მოიპოვა 100 საუკეთესი ღვინის კონკურსში, ამჯერად კი, როგორც კომპანია, მოვხვდთ გამარჯვებულებში." - აღნიშნავს კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების აღმასრულებელი, ეკა ჯავახია. 

Top 100 Wineries 2015-ის დაჯილდოება გაიმართება 20 ოქტომბერს მე-12 ტოპ-დეგუსტაციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ცენტრში - მეტრეონში. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 



video ikneb dadot vazis mknobis.


ikneb video dadot vazis mknobis.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.