Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი - უკვე მეორედ!


14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით უკვე მეორედ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და რამდენიმე მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღვინის კლუბის ყოველკვირეულ სხდომებზე დეგუსტაციის წესით უკვე შეირჩა ორმოცზე მეტი ოჯახური მარანი, რომლებიც ფესტივალზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. ჩხავერი, საკმიელა, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ციცქა, ოცხანური საფერე, ჩინური, თავკვერი - ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, პირველად გასულ წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვითაც იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.
ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბელუქსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, მარანი/Weekend, www.vinoge.com, ღვინის ისტორიის ფონდი და ქვევრის ფონდი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com



monacile marnebis CamonaTvali rodis sheidzleba shveitkot da sad? madlobt


ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია.



ძალიან მიხარია, რომ ტრადიციად ყალიბდება ახალი ღვინის ფესტივალი.მართლაც საჭიროა, რომ ღვინის სამშობლოში ტარდებოდეს ასეთი ხასიათის ღონისძიებები და ქართულ პროდუქციასა და ზოგადად კარგ ტრადიციებს უწევდეს პოპულარიზაციას. PS დიახ, კარგ ტრადიციებს, ვინაიდან ცუდი ტრადიციებიც ბლომად გვაქვს :)


ki dzalian magar da sashvilishvilo sakmes aketeben namdvilad, magrebi arian, dzalian mixaria ro ase grdzeldeba, es didi stimulicaa ojaxuri meurneobebistvis da saertod kvelastvis, gaixaret da carmatebebi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული