Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრიელი მეღვინეების რეკორდი

მართალია, ავტრიელი მეღვინეებისთვის 2010 წელი რთული იყო, მაგრამ მისი დასასრული მაინც სასიკეთო აღმოჩნდა. 2009 წლის დაბალმა მოსავლიანობამ თავისთავად გამოიწვია ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის შემცირება. ამასთან, ბოთლებში ჩამოსხმული 1 ლიტრი ღვინის საშუალო ფასმა 2 ევროს გადააჭარბა. ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვლავ შენარჩუნდება, ვინაიდან გასული წლის მოსავალიც მოსალოდნელთან შედარებით მცირე იყო. Statistik Austria–ს მონაცემებით და (AWMB)–ის პროგნოზებით, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში ღვინის ექსპორტმა მკვეთრად იკლო. ბრუნვის მოცულობა 44%-ით, ხოლო თანხობრივად 34%-ით შემცირდა. იმავდოულად, მაღალხარისხიანი ბოთლის ღვინის ექსპორტი გაიზარდა და მოცულობის მიხედვით 10%, თანხობრივად კი – 9%-ით მოიმატა. როგორც Austrian Wine Marketing Board–ის ექსპერტები ვარაუდობენ, ავსტრიული ღვინოების ექსპორტი კიდევ 13.7%-ით შემცირდება და 60 მილიონ ლიტრამდე დავა, სამაგიეროდ, თანხობრივად 2,6%-ით მოიმატებს და რეკორდულ მაჩვენებელს - 122 მილიონ ევროს მიაღწევს. ბოთლის ღვინის წილი ექსპორტში საერთო მოცულობის 91% შეადგენს, რაც ავსტრიული ღვინის წარმოების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.