Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრალიელები აზიური ბაზრისკენ მიილტვიან

ავსტრალიელი მეღვინეები გასაღების ბაზრის გაფართოებას ცდილობენ. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი კვლავ მათ ძირითად სამიზნედ რჩება, მაგრამ ავსტრალიური დოლარის კურსის ცვალებადობა ექსპორტს სულ უფრო აძვირებს და ამის გამო პროდუქცია იქაური მომხმარებლისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ეს ტენდენცია  ბოლოდროინდელ მონაცემებზეც აისახა - გასულ წელს ავსტრალიური ღვინის გაყიდვები დიდ ბრიტანეთში 6%-ით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 19%-ით შემცირდა.

ამ ეტაპზე ავსტრალიელი მეღვინეები გათვლას აღმოსავლეთის ქვეყნების მზარდ ბაზარზე აკეთებენ და მათი მარკეტინგული იმედებიც დიდწილად აზიაზეა დამყარებული. ავსტრალიური ღვინის ექსპორტის მოცულობა იაპონიაში, სინგაპურსა და ჰონკონგში ეტაპობრივად იზრდება, ხოლო ჩინეთში, მხოლოდ გასულ წელს, ექსპორტი 12%-ით გაიზარდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.