Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინის ტორტი თინუსის კონსერვით

საჭირო მასალა:ბლინებისთვის - 2 კვერცხი, 0,5 ს.კ. შაქარი, მარილი, 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 ჭიქა კეფირი, 1 ჭიქა ფქვილი, დანის წვერით სოდა, 3 ს.კ. ზეთი.

გულსართისთვის: - 1 ქილა დაკონსერვებული თინუსი, 1 კონა კამა, 1 ს.კ. უკურკო ზეთისხილი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ლიმნის წვენი - გემოვნებით.

მომზადება:კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ მდუღარე წყალი, კეფირი, სოდაარეული ფქვილი და 2/3 ს.კ. ზეთი. ცომი თხელ ფენად დავასხათ გახურებულ, ზეთწასმულ ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. თინუსის კონსერვი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ზეთისხილი, კამა და ლიმნის წვენი ავურიოთ და ავზილოთ, შეგვიძლია გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაშიც.  როდესაც ბლინები შეგრილდება, გულსართი ფენა-ფენა წავუსვათ ბლინებს და 20-30 წუთის შემდეგ მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული