Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლიზმი იმაზე საშიშია, ვიდრე წარმოგვიდგენია

ამერიკელი მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თუ ადამიანს მეგობრების გარემოცვაში გულიანად დალევა უყვარს, ის სულაც არ არის ალკოჰოლიკი. თუმცა მისი საქციელი არც მისაბაძ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს და 138 ათასი ზრდასრული ამერიკელი გამოკითხეს. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 90%-ს ალკოჰოლიზმთან შეხება არა აქვს, რადგან ზოგადად მიიჩნევა, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ისაა, როცა ქალი კვირაში 8 და მეტ, მამაკაცი კი - 15 და მეტ ჭიქა სასმელს მიირთმევს. ალკოჰოლიკი არის ადამიანი, რომელსაც არ შესწევს ძალა, შეწყვიტოს სმა ან თუნდაც შეამციროს სასმელის რაოდენობა; რომელიც კვლავ აგრძელებს სმას, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ან სამსახურში უკვე პრობლემები შეექმნა და რომელიც დღის უმეტეს ნაწილს სწორედ თრობაში ატარებს.

გამოკითხულთა ერთმა ნაწილმა აღიარა, რომ გასული თვის განმავლობაში 10-ჯერ და მეტჯერ დალია ზომაზე მეტი, თუმცა მხოლოდ მათი მესამედი შეიძლება მივაკუთვნოთ ალკოჰოლიკთა რიცხვს. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით კი ალკოჰოლიკად მიიჩნევა ის ქალი, რომელიც ერთ ჯერზე ოთხ ან მეტ ჭიქა სასმელს მიირთმევს, მამაკაცი კი – ხუთ და მეტ ჭიქას. გამოკვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ ალკოჰოლიზმით ისეთი ადამიანები უფრო ავადდებიან, რომელთა წლიური შემოსავალი 25 ათას დოლარს აღემატება.

კვლევის ავტორი რობერტ ბრუერი სმის მოყვარულებს აფრთხილებს,  რომ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა დიდად ნუ გაახალისებთ. დიდი რაოდენობით დალევა ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა. ამერიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 88 ათასი ადამიანი კვდება ალკოჰოლის გადაჭარბებით სმისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ალკოჰოლიკები. ასეთი ადამიანი შეიძლება ემსხვერპლოს ძუძუს კიბოს, გულის ან ღვიძლის დაავადებებს ან სულაც ავტოავარიას.

“თუ ვინმემ ამ კვლევის შედეგი ისე გაიგო, რომ თრობა საშიში არ არის, თუ ალკოჰოლიკი არ ხარ, მაშინ არსს ვერ ჩასწვდა. არსი კი ის არის, რომ ბევრი სმა საზიანოა!” – გვარწმუნებს ბატონი ბრუერი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან რთულია, გამოარჩიო სმის მოყვარულთა შორის რამდენი პროცენტია ნამდვილი ალკოჰოლიკი. ეს კი იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფომ გონივრული სტრატეგია შეიმუშაოს, თუ როგორ გადააჩვიოს მოქალაქეები ზედმეტ სმას. ბრუერი განმარტავს, რომ თუ ალკოჰოლიკებისათვის საგანგებო მკურნალობის დანიშვნა არის საჭირო, სმის მოყვარულთათვის ისიც საკმარისი იქნება, რომ სასმელი გაძვირდეს ანუ სულაც სასმელით მოვაჭრე მაღაზიების რაოდენობა შემცირდეს. “იმ ადამიანთა სრულ უმრავლესობას, რომლებიც ბევრს სვამენ, მაგრამ ალკოჰოლიკები არ არიან, საგანგებო მკურნალობა არ სჭირდებათ, მათ სხვა მეთოდებით უნდა დავეხმაროთ,” – განმარტავს მეცნიერი.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.