Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აისვაინის რთველი მორავიაში

წელს აისვაინის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩვენი გაზეთის წინა ნომრებშიც ვწერდით. უჩვეულოდ თბილმა ამინდებმა აისვაინის მწარმოებლები ძალზე აზარალა, მაგრამ ბოლოდროინდელმა აცივებამ კვლავ გააჩინა იმედი. არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, აისვაინის მცირე რაოდენობით დამზადება მაინც მოახერხეს იტალიასა და ესპანეთში. ყინვებს სიხარულით შეხვდნენ მორავიელი მეღვინეები - ჩეხეთში ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცა და მევენახეებმაც ვაზებს შეყინული უკანასკნელი მტევნები დაკრიფეს. აისვაინის წარმოება ჩეხეთში, გერმანიისა და ავსტრიისგან განსხვავებით, ტრადიციული არ არის და მხოლოდ 1995 წლიდან იწყება. ჩეხეთის მეღვინეთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, 2010 წელს ქვეყანაში 16 400 ლიტრი აისვაინი ჩამოისხა. ასეთი დაგვიანებული ყინვები იქაურ უხუცესებსაც კი არ ახსოვთ - როგორც წესი, ტემპერატურა ახალი წლის დადგომამდე ეცემა ხოლმე -7 გრადუსზე დაბლა. თებერვალში დაკრეფილი ყურძნის უმცირესი მოსავალი ისედაც შეზღუდული რაოდენობით წარმოებულ აისვაინს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული