Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აისვაინების კონკურსი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში, როჩესტერის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებულ ადგილობრივი წარმოების აისვაინების კონკურსში გამარჯვა ღვინომ Casa Larga Fiori Vidal Blanc Ice Wine 2007. ონტარიოს ტბის ნაპირას გაშენებული საწარმოს ღვინოებისთვის ეს ჯილდო პირველი არ არის - Casa Larga Vineyards Riesling Ice Wine 2008ოქროს მედლით, ხოლო Casa Larga Cabernet Franc Ice Wine 2008 ვერცხლის მედლით აღინიშნა. სამი წლის წინ გამართულ კონკურს International Wine & Spirit Competition 2008-ზე საუკეთესო სადესერტო ღვინოდ Casa Larga Fiori Vidal Ice Wine 2005 დასახელდა. საწარმოს ამგვარი წარმატება შემთხვევითი სულაც არ გახლავთ – მათმა პროდუქციამ, საერთო ჯამში, სხვადასხვა კონკურსებზე 600-ზე მეტი ჯილდო და მედალი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ დეგუსტაციაში მხოლოდ ნიუ-იორკის შტატის ის მარნები მონაწილეობდნენ, რომლებიც აისვაინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს მისდევენ. კრიო-კამერების დახმარებით დაყენებული ”ხელოვნური” აისვაინები კონკურსზე არ დაიშვებოდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული