საჭირო მასალა: 1,5 კგ ქათმის ხორცი, 3 თავი ხახვი, 500 გ სხვადასხვა ჩირი (ქიშმიში, შავქლიავა, კურაგა, ლეღვი და ა.შ. სურვილის მიხედვით), 3 კბილი ნიორი, 1 ღერო და 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, 2 ცალი ბადიანის ვარსკვლავი, ¼ ჩ.კ. ჯავზი, 150 მლ წყალი, 5-6 ღერი ზაფრანა, ½ ლიმნის წვენი, 50 გ ზეითუნის ზეთი, მარილი და დაფქული თეთრი პილპილი გამოვნებით.
მომზადება: წყალი გავაცხელოთ და ჩავყაროთ ზაფრანა ფერის გასაშვებად. ქათამი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, ხახვი და ნიორი დავჭრად წვრილად. მარილის, ჯავზის, პილპილის და დარიჩინის ნაზავი შევაზილოთ ქათმის ნაჭრებს. გაცხელებულ თაჯინში მოვათავსოთ ზეითუნის ზეთი, ხახვი, ნიორი, დარიჩინის ჯოხები, ბადიანი, დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, მოვასხათ ზაფრანიანი წყალი, ლიმნის წვენი, დავახუროთ თავზე და ცეცხლზე დავდგათ 40 წუთით. შემდეგ ქათამზე დავაწყოთ წინდაწინ თბილ წყალში დამბალი ჩირეულობა, დავახუროთ თავზე და 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ 1 საათით. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ კუსკუსი ან ბრინჯი. თაჯინის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ თიხის ქოთანი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი