გამოქვეყნებულია: 26 იანვარი, 2009 - 19:49
აფხაზეთში ახალი ღვინო – “სობორნოე” გამოუშვეს, რომელიც ღვინის ქარხანაში “აფხაზეთის ღვინო და წყლები” – “სოხუმ–აფხაზეთის ეპარქიის” კურთხევით დაამზადეს.
ახალი ღვინის გამოშვება სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ახალი პატრიარქის არჩევას მიეძღვნა.
მოსკოვში ღვინის პარტიას “სოხუმ–აფხაზეთის ექარქიის” წარმომადგენლები პირადად ჩაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, მათ შორის კათლოკოს–პატრიარქ ილია მეორის ჩასვლასაც ელიან.
რადიო “კომერსანტი”
თქვენი კომენტარი