Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Berrys' William Pickering, 20-year-old Tawny Port, Quinta do Noval, 2011

ეს განსაკუთრებული ღვინო დავარგებული ტონი პორტი გახლავთ (Aged Tawny), ანუ დაძველებული "გარუჯული" პორტვეინი. ამ ღვინოს კასრებში აჩერებენ არანაკლებ 6 წლისა, აძველებენ 10, 20, 30 ან 40 წლით, რის შემდეგაც ბოთლში ასხამენ და იგი უკვე მზადაა მოხმარებისთვის. ეს ღვინო 20 წლის დავარგების შემდეგ 2011–ში ჩამოახეს ბოთლში, დაყენებულია დრადიციული პორტის ჯიშებიდან (Touriga Nacional, Touriga Franca, Tinta Barroca, Tinta Roriz და Tinto Cão). უნაბისფერი ღვინოა, ძალიან ეფექტური გარეგნობის, კონიაკისფერიც კი ეთქმის. სურნელებში პირველ რიგში ჩურჩხელას, კაკლის მურაბისა და ლეღვის ჩირის ტონებს იგრძნობთ. ძალიან მდიდარი ღვინოა, ალკოჰოლი (20%) სასიამოვნოდ წვავს ყელს და ათბობს გულს, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, ძალზე ხანგრძლივი და დაუვიწყდარი დაბოლოებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.