Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პასტა თევზით მედიტერანულად

საჭირო მასალა: 1 კონა კამა, 3 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 600 გ დაკონსერვებული პამიდორი, 200 გ თეთრი თევზის ფილე, 1 ს.კ. კამის თესლი, 250 გ სპაგეტი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 1 კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი.

მომზადება: კამა დავჭრათ და მდუღარე წყალში მოვთუთქოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ. დავკეპოთ ნიორი და პამიდორი. მსხვილად დავჭრათ თევზის ფილე. მოვაყაროთ კამის თესლი, მარილი და პილპილი. სპაგეტი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და თევზის ნაჭრები შევბრაწოთ. თევზი ამოვიღოთ და ტაფაზე მოვათავსოთ ხახვი, ნიორი და კამა. 2 წუთის შემდეგ დავასხათ შაქარარეული ღვინო. როდესაც ადუღდება, დავუმატოთ პამიდორი. 5 წუთის დუღილის შემდეგ  დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და თევზი.  თევზი სუფრაზე სპაგეტისთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული