გამოქვეყნებულია: 20 თებერვალი, 2009 - 01:48
გეოგრაფიულიმდებარეობა – ღვინო ,,ქინძმარაულის" მიკროზონა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, ყვარლის ადმინისტრაციულ რაიონში, კავკასიონის განშტოების სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილოეთ განედის 41030' და აღმოსავლეთ გრძედის 45050' კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 250-550 მ სიმაღლის საზღვრებში, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი). ბარის ძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება _ გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.
,,ქინძმარაულის" ღვინომასალის მისაღებად არსებული ტერიტორია შიდა კახეთის ნაწილს მოიცავს და მდინარე ალაზნის მარცხენა, მეორე ტერასაზეა წარმოდგენილი, მისი შენაკადი მდინარეების: დურუჯის, ბურსის, ჩელთის, ინწობას, ავანისხევის და შოროხევის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჩრდილოეთით ემიჯნება კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებას. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარიდან მოყოლებული რელიეფურად უფრო სამხრეთ-დასავლეთისაკენ დახრილი ვაკეა სუსტი ტალღისებური ზედაპირით, ხოლო დანარჩენი ტერიტორია აღმოსავლეთის მიმართულებით სამხრეთისაკენ დახრილ ვაკეს წარმოადგენს. აღნიშნული ზონა ზღვის დონიდან 250-550 მ ფარგლებშია და მოიცავს თვით ქინძმარაულისა და ყვარელს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, დასავლეთის მიმართულებით სოფლების: შილდის, ენისელის, საბუეს, ალმატის, გრემის და შაქრიანის შუა და ზედა ნაწილს, რომლებიც ალაზნის მეორე ტერასაზე მდებარეობენ. აღმოსავლეთის მიმართულებით კი სოფლების: ფატმასურის, სანავარდოს, კუჭატანის წიწკანაანთ სერის, ჩანტლის ყურის, ზინობიანის, ახალსოფლის, თხილის წყაროს, მთის ძირის, ჭიკაანის ძირითადად და ნაწილობრივ გავაზისა და ბალღოჯიანის ტერიტორიებს ალაზნის პირველ ტერასამდე. აღნიშნული მიკროზონის მთლიანი ფართობი დაახლოებით 2400 ჰა-მდეა.
კლიმატი - ქინძმარაულის მიკროზონაში ამინდის ფორმირებას ძირითადად განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენით გამოწვეული, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები. ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გახსნილობისა და ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთის მხრიდან ჩაკეტილობის გამო, აქ გაბატონებულია ხეობის მიმართულების – ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარები. ხეობის თავისებური ჩაკეტილობის შედეგად ქარის სიჩქარე დიდი არ არის. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.
არსებული ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად მდებარეობს 2-30 სამხრეთ და მის მიმდებარედახრილ დაქანებაზე. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდში, ქინძმარაულის განედისათვის მზის სიმაღლე შესაბამისად 60-700 და 40-500-ის ფარგლებშია. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2050 საათია.
ზონაში ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდში, ცის თაღის 8-10 ბალიანი ღრუბლებით დაფარულობა თანმიმდევრულად 20 და 18 დღეს უდრის, ხოლო მოწმენდილი დღეები (0-2 ბალი) მოღრუბლულობით 15 და 16 აღწევს.
ამასთან, განედური მიმართულების ხეობაში, სამხრეთული დაქანების მთისწინებზე წარმოქმნილი ისეთი ძირითადი აგროკლიმატური ფაქტორები, როგორიცაა: მზის სხივური ენერგია, სითბოს რაოდენობა, ზაფხულის ზომიერი ტემპერატურა, ადგილმდებარეობის საკმაო დატენიანება, კომპლექსურად ქმნის ხელსაყრელ პირობებს საფერავის მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად.
მდ. დურუჯის ჩამონაზიდ მოშავო ფერის ფიქალების ზედაპირზე, დღის განმავლობაში ტემპერატურა მეტია შუადღის საათებში ტემპერატურა 3-50-ით აღემატება მოსაზღვრე ტყის ალუვიურ-უკარბონატო ნიადაგების ზედაპირის ტემპერატურას.
მოშავო ფერის ნიადაგის ზედაპირზე დაცემული სხივური ენერგიის არეკვლის ნაკლები უნარი (15%) გააჩნია. ენერგიის მეტი შთანთქმის შედეგად, ნიადაგის ტემპერატურა იზრდება. ამ ნიადაგებზე გაშენებულ ვენახს 20% მზის სხივების არეკვლის უნარი ახასიათებს.
ქინძმარაულის მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50-ია, უთბილესი თვეების VII-VIII საშუალო ტემპერატურა 23,60, უცივესი თვისა კი +1,00-ია. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -10, -110, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო 350, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები - 23 _ +380 უდრის. გაზაფხულზე ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა ხდება 5.IV. შემოდგომაზე 100-ზე ქვემოთ დაცემა, 4.XI-ს აღინიშნება. ე. ი. თბილი პერიოდის ხანგრძლივობა 212 დღეა. საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში (15.IV-დან) იწყებს. ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფის დაწყება კი აგვისტოს მეორე ნახევარში აღინიშნება (20.VIII-დან). ყურძნის ტექნიკურად მომწიფება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ხდება. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მისაღებად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებშუ უნდა დაიკროფოს.
ქინძმარაულის მიკროზონაში შემოდგომით პირველი წაყინვები 21.XI-დან იწყება, 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრე, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დაიწყოს. გაზაფხულზე ბოლო წაყინვები საშუალოდ 26.III-დან წყდება. 10 წელიწადში ერთხელ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუარიცხვებამდე გაგრძელდეს. ზონაში უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 239 დღეს უდრის.
,,ქინძმარაულის" მიკროზონაში, 350-550 მ სიმაღლის ფარგლებში აქტიურ ტემპერატურატთა ჯამი (> 100 ჩ) 4100-37000 ფარგლებში მერყეობს. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% და 6,8 გ/დმ3) მისაღებად საფერავი 350 მ სიმაღლის ნაკვეთებზე მოგვცემს კონდიციურ მასალას 10 წელიწადში 5-ჯერ (50%) 400 მ სიმაღლეზე – 10 წელიწადში 3-4-ჯერ (35%) 450 მ სიმაღლეზე კი 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ (10%)
რაც შეეხება ევროპული ტიპის უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინოს: 350 მ სიმაღლის ნაკვეთებზე მივიღებთ 10 წელიწადში 7-8-ჯერ (75%), 400 მ სიმაღლეზე 5-ჯერ (50%-ს), 450 მ-ზე 4 წელიწადში ერთხელ (25%), ხოლო 500 მ სიმაღლეზე _ ერთხელ (10%). დანარჩენ წლებში მივიღებთ კარგი ხარისხის ნატურლურ სამარკო ღვინომასალას.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ქინძმარაულის მიკროზონაში 1070 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 800 მმ უდრის.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 72% უდრის. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია (66-64%) ზაფხულის თვეებში (ივნის-ივლის-აგვისტოში), შედარებით მეტი (80%) შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში.
თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII-დან) იქმნება, რომელიც მარტის შუარიცხვებში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი ზამთარში 210-ზე მეტი არ არის. მიკროზონაში თოვლის საფარი არამდგრადია, 87%.
სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,1-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისია (0,9 დღე) აპრილში, ივნისში და ივლისში თითოეულში ცალ-ცალკე სეტყვა 0,3 დღეს არ აღემატება.
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმიდან საშუალო ზონაში -10, -110ჩ უდრის. 10 წელიწადში ერთხელ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა - 150-მდე დაეცეს, რაც საფერავის სანაყოფე კვირტებს, მხოლოდ სუსტად (30%) დააზიანებს.
მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთიდან (23%) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (17%) მომართული ქარები. უქარო დღეები წელიწადში საშუალოდ 31%-ს უდრის. ქარის სიჩქარეს აძლიერებს აქ წარმოქმნილი მთა-ხეობის ქარები. ღამით, მზის ამოსვლამდე, კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებს და გაზაფხულის წაყინვების საშიშროებას ადიდებს. ალაზნის ხეობის ეს მიკროზონა მიეკუთნება მავნე ქარების ზემოქმედების III ჯგუფის რაიონებს.
ნიადაგები - არსებული კვლევისა და ჩვენს მიერ 2005 წელს ჩატარებული მასალების საფუძველზე მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ალუვიური ნიადაგების ორი სახეობა, ცხრა სახესხვაობით და დელუვიური ნიადაგების ორი სახეობა ხუთი სახესხვაობით.
ალუვიური, უკარბონატო, დიდი სისქის თიხნარი.
ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
ალუვიური-უკარბონატო, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, საშუალო და მსუბუქი თიხნარი.
ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი თიხნარი.
ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი.
ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
ალუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, თიხნარი.
ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, ჭარბტენიანი და დაჭაობებული, თიხიანი და თიხნარი.
ალუვიური სუსტად კარბონატული, ჭარბტენიანი და დაჭაობებული, თიხნარი და თიხიანი.
დელუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, თიხნარი.
დელუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, თიხიანი.
დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი.
დელუვიური სუსტად კარბონატული, დიდი სისქის, ჭარბტენიანი, თიხიანი
ზემოთ დასახელებული ნიადაგებიდან პირველი _ ათი სახესხვაობა ალუვიური ნიადაგებისა წარმოდგენილია ალაზნის მეორე ტერასაზე და ძირითადად ვაკე რელიეფის ფორმებით ხასიათდებიან, ხოლო მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობები დელუვიური ნიადაგებისა კავკასიონის სამხრეთ კალთების დაბოლოებაზე არიან წარმოდგენილი და უშუალოდ ემიჯნება სამხრეთ კალთებს, რომელიც ზღვის დონიდან 400-500 მეტრის ფარგლებშია, რელიეფურად ეს ფართობები სამხრეთისაკენ და სამხრეთ-დასავლეთისაკენ სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს.
ალუვიური ნიადაგების პირველი _ ათი სახესხვაობის ნიადაგები ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით, მექანიკური შედგენილობით, კარბონატების შემცველობით, ჭარბტენიანობისა და დაჭაობების ხარისხის მიხედვით. აღნიშნული ნიადაგებიდან პირველი შვიდი სახესხვაობის ნიადაგები ხასიათდება ღრმა სისქის პროფილით და პფორილის სისქე ძირითადად 1-1,5 მ ფგარგლებშია ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-70 სმ-ია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გამონაკლის შემთხვევებში ზოგიერთ გენეზისურ ჰორიზონტში გადახრილია მსუბუქი თიხისაკენ ან მსუბუქი თიხნარისა და სილნარისაკენ. გარდა ამისა, აღნიშნული ნიადაგები განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით და დაქვიანებით. ხირხატიანობა და ქვიანობა მეტწილად შესამჩნევია მდინარეთა ახალ ტერასებზე და ნაპირებთან. მე-8 და მე-9 სახესხვაობის ნიადაგები კი ხასიათდებიან ჭარბტენიანობით და დაჭაობებით, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია მცირე ნაკვეთების სახით ჩადაბლებულ ადგილებზე და ფშების გასწვრივ. მექანიკური შედგენილობით ეს ნიადაგები მეტწილად თიხიანი და თიხნარია.
ნიადაგწარმომქმნელ ქანებს პირველი ცხრა სახესხვაობის ნიადაგებში ძირითადად ალუვიური წარმოშობის რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-ქვიშნარი ნაფენები წარმოადგენს, რომელიც ძირითადად კავკასიონის სამხრეთი ფერდობებიდან ჩამონატანი ნაშალი მასალებისაგან შედგება, რომელიც მეტწილ შემთხვევაში ზღვიური წარმოშობის შავი ფიქალების ნაშალი მასალით არის წარმოდგენილი, რომელიც სითბოს შთანთქმის მაღალი უნარით ხასიათდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ნიადაგის ტემპერატურულ რეჟიმზე. ეს კი თავისებურად განაპირობებს ყურძნის შაქრიანობის მატებას და პროდუქციის ხარისხიანობას.
მე-10_მე-14 სახესხვაობის ნიადაგები კი დელუვებს წარმოადგენენ, რომლებიც განვითარებული არიან დელუვიურ-პროლუვიური წარმოშობის თიხნარ და თიხნარ- სილნარ-ღორღიან ნაფენებზე. ეს ნიადაგებიც ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით, რომლის სიღრმე ძირითადად 80-150 სმ-ის ფარგლებშიაა, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ს შეადგენს. აღნიშნული ნიადაგების ეს სახესხვაობებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მექანიკური შედგენილობით, ხირხატიანობის ხარისხით, კარბონატების შემცველობით და ტენიანობის მიხედვით. მე-10 და მე-11 სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა და თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდება, განსხვავებით მე-11 სახესხვაობა ხირხატიანობითაც გამოირჩევა და სუსტად ხირხატიანია. მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობები სუსტად კარბონატულია და თიხიანი და თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. განსხვავებით მე-13 სახესხვაობა სუსტად ხირხატიანია, ხოლო მე-14 სახესხვაობა ჭარბტენიანი.
ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, აღნიშნული ნიადაგები მექანიკური შედგენილობით ძირითადად თიხნარებს მიკუთვნებიან. გამონაკლის შემთხვევებში კი მსუბუქი თიხიანობით ხასიათდებიან. ჰუმუსის შემცველობის მიხედვით ძირითადად საშუალო მაჩვენებლით ხასიათდებიან და ნიადაგის აქტიურ ფენაში 50-70 სმ-ის სიღრმემდე 5,5-2,5%-ის ფარგლებშია. ქვედა ფენებში კი თანდათან მცირდება და 2,5-0,5%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი ძირითადად მცირე და საშუალო რაოდენობითაა წარმოდგენილი და 9,36-2,24 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ხსნადი ფოსფორით მეტწილ შემთხვევებში ძალზე ღარიბია და მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. ასევე დაბალია გაცვლითი კალიუმის შემცველობაც და 17,0-2,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. კალციუმის კარბონატებს პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-8, მე-10 და მე-11 სახესხვაობის ნიადაგები საერთოდ არ შეიცავს, ხოლო მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-12, მე-13 და მე-14 სახესხვაობის ნიადაგებშია მცირე რაოდენობით წარმოდგენილი და ძირითადად 0,2-5,0%-ის ფარგლებშია. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) ნეიტრალური და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 5,8-7,6-ის ფარგლებშია.
აღნიშნული მიკროზონის ტერიტორიის ნიადაგური მახასიათებლები, ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობას იძლევა ვაზის ჯიში საფერავი გამოყენებული იქნეს ღვინო ,,ქინძმარაულის" წარმოებისათვის.
აგროტექნოლოგიურირეგლამენტები - `ქინძმარაულის" დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული, უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიშისაფერავიKLA
გავრცელებისარეალი: ზღვის დონიდან 250-550 მეტრამდე.
დარგვისსქემა: 3,0 X 1,5 მ 2,5 X 1,25 მ 2,5 X 1,5 მ-ზე.
შტამბისსიმაღლე: 70-90სმ.
სხვლისფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვისნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
გადაუდებელიაგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში, რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.
ნიადაგისმოვლა-დამუშავება
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე,
ურწყავში _ საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება ბალახიან-კორდიანი სისტემა ნიადაგის მულჩირება.
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
ფიტოსანიტარულირეგლამენტი:
ძირითადიდაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლისღონისძიებისგატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
საფერავისსამეურნეო-ტექნოლოგიურიდახასიათება
საფერავი ქართული წითელყურძნიანი მეტად მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. მიკროზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 1 ჰა-ზე 7-8 ტ-ს აღწევს. მწიფე ყურძენში შაქრიანიბა 260 გ-დმ3_მდე ადის, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობელობას.
ღვინო `ქინძმარაული"
`ქინძმარაული" _ ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.
ღვინო `ქინძმარაული~ ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით..
ღვინო `ქინძმარაულის" ქიმიური მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა 10,5-12,0%
შაქრების მასიური კონცენტრაცია 30-50გ/ დმ3
ტიტრული მჟავიანიბა 5-7გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,2გ/დმ3.
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999წ დადგენილებას.
ღვინო `ქინძმარაულის" სანედლეულობაზისარსებულიფართობები
ქინძმარაულის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით _ 1633 ჰა-ს, აქედან მოსავლიანია 614 ჰა.
ამჟამად წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 4297 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 280000 დეკალიტრი ღვინომასალა.
ქინძმარაულის მიკროზონის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა _ დიდი კავკასიონის მაღალი მთების სამხრეთით მიბჯენილი მთისწინეთის გავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, მდინარეების ჩამონაზიდ შავფიქალებზე განვითარებული ხირხატიანი ნიადაგები. ვენახში შექმნილი მეტად ხელსაყრელი სითბური რეჟიმი და თვით ვაზის ჯიშის, საფერავის უნიკალური თვისებები _ ეკოლოგიური პლასტიურობა განსაზღვრავენ ორიგინალური მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის, "ქინძმარაულის" სპეციფიურ საგემოვნო თვისებებს.
თემა:
დიდი მადლობა ასეთი ვრცელი გამოხმაურებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება დეტალურად ჩამოვაყალიბოთ ამათუიმ ადგილწარმოშობის ღვინის ტიპურობის ნიშნები. თუკი ამაში მეღვინეებიც შეგვიწყობენ ხელს, მალე გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწევთ ამ კუთხით, მტავარია თავად მეღვინეები იყვნენ დაინტერესებული იმაში, რომ მათმა ღვინომ ზუსტად გამოხატოს ნიადაგის თავისებურებები და არ იყოს ვთქვათ მუკუზანში მოყვანილი საფერავიდან დაწურული ღვინო ერთი უბრალო, რიგითი სუფრის საფერავი, არამედ მკვეთრად ჩანდეს ის ნიშნები, რითაც ძლიერ უნდა გამოირჩეოდეს მუკუზანი.
ახლა რაც შეეხება ამ ტექსტებს. ესაა საქაპატენტის მიერ რეგისტირებული დასახელებებისთვის შექმნილი დახასიათებები, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა. ეს სამუშაო კიდევ ერთხელ, უფრო სრულყოფილადაა შესასრულებელი, ამიტომ ახლის მოლოდინში მხოლოდ ამით ვკმაყოფილდებით. ღვინის დახასიათებებს და კონკრეტიკას რაც შეეხება, ვცდელობთ მაგ საკითხში "ჩემს მარანში" გავერკვეთ:
http://www.vinoge.com/Cemi-marani
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული ჩვენი ბლოგის მუშაობაში.
თქვენი კომენტარი