ღვინის საწარმოებისთვის ცუდი ამბავი, როგორც წესი, მომხმარებლებისთვის უკეთესია ხოლმე. ღვინის ფასების ზრდა ინფლაციას ჩამორჩება და როგორც ღვინის ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსი, ჯონ მორამარკო ამბობს, ასე გაგრძელდება მომავალ წელსაც.
მორამარკომ რამდენიმე დღის წინ სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც ნათლად ასახავს, თუ რამდენად რთულია ღვინის საწარმოებისთვის ფასების ზრდა მიუხედავად იმისა, რომ ფასები ყველგან იზრდება. მაგალითად, ამ წლის აგვისტოს გასული წლის ამ თვესთან შედარებისას, სამომხმარებლო პროდუქტები 6,3 %-ით მეტი ღირდა აშშ-ს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიხედვით. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდა კი გაცილებით მეტია: 13,5 %. ლუდის მწარმოებლებმა ფასები საშუალოდ 4,8 %-ით გაზარდეს, თუმცა ღვინის ფასები 1,8%-ით გაზარდა მხოლოდ და ეს მცირე ზრდაც მომხმარებელთა შემცირების პარალელურად მოხდა.
მორამარკომ Nielsen-ის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტა, რომ როდესაც ღვინის საწარმო ფასებს აძვირებს, თუნდაც 25 ცენტით, ის ამ პროდუქტზე გაყიდვების რაოდენობას კარგავს: “25 ცენტით ან ნაკლებით ფასის გაზრდა შეიძლება ღირდეს, რადგან გაყიდვების მოცულობის შემცირება ფასის მატებით გაზრდილ შემოსავალს არ აღემატება. თუმცა 25 ცენტზე მეტით საცალო ფასის გაზრდა, უკვე საწარმოს წაგებაა” - ვკითხულობთ Wine Searcher-ის სტატიაში.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ Nielsen-ის მონაცემები სასურსათო მაღაზიებიდან გროვდება, ძირითადად კი , დაბალი ფასის ღვინოებია მოცემული, რადგან სწორედ დაბალფასიან ღვინოებს მიირთმევს ამერიკელების უმეტესობა. 12-20$-მდე ფასის ღვინოებისთვის მთავარი სურათი ისაა, რომ ფასის მცირე მატებასაც კი გაყიდვების მოცულობის შემცირება მოჰყვება. მაგრამ ამ ღვინოების ფასის 1$-ით მომატებისას ცოტა სხვა მოცემულობას ვხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმომ შეიძლება ამ დამატებითი 1 $-ით საკმარისი ფული გამოიმუშავოა გაყიდვების დანაკარგის ასანაზღაურებლად და როგორც მორამარკო აღნიშნავს, ზოგი ტიპის მარნისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: “იმ მარნებისთვის, რომელთაც ნაკლები ინვენტარი აქვთ, ეს 1$-იანი მატება სასარგებლოა”.
მარნებს ფასების აწევა სურთ, თუმცა არ შეუძლიათ, მოიუხედავად იმისა, რომ ფასები იზრდება. ზოგჯერ მსხვილი დისტრიბუტორები უკან იხევენ, როცა ღვინოებზე აწეულ ფასებს ხედავენ. მაგალითად, რესტორნებში ფასები 8,9%-ით გაიზარდა, ბოლო ათწლეულის საშუალო წლიურ მატებასთან შედარებით კიდევ 3,4%-ით, თუმცა ამ რესტორნებში გაყიდული ალკოჰოლის ფასი მხოლოდ 5,7%-ითაა გაზრდილი: “აქედან დასკვნა ისაა, რომ ხალხს ურჩევნია კერძებში გადაიხადოს უფრო მეტი, “კაბერნე” კი “ხელმისაწვდომ” ფასად იყიდონ” - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც მორამარკო აღნიშნავს, ღვინის გაყიდვები წელს, სავარუდოდ, შემცირდება ღვინით დამზადებული კოქტეილებისა და ვერმუტის უზარმაზარი ვარდნის გამო: “არ გამიკვირდება, თუ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ 1%-იან ზრდას დავინახავთ, ცქრიალა ღვინოები კი შესაძლოა 3-4 %-ით გაირდება” - აღნიშნავს ანალიტიკოსი. სტატიას შეგიძლიათ Winesearcher-ის გვერდზე გაეცნოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი