გამოქვეყნებულია: 6 მაისი, 2009 - 21:05
აპრილის ბოლოს საფრანგეთში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე The Challenge International du Vin "თელიანი ველის" "მუკუზანი" დააჯილდოვეს.
კონკურსს 30-წლიანი ისტორია აქვს. ყოველწლიურად The Challenge International du Vin-ზე ერთმანეთს 30-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ბრენდი ეჯიბრება. 5000 სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კომპეტენტურმა ჟიურიმ კომპანია "თელიანი ველის" 2006 წლის მოსავლის "მუკუზანს" ბრინჯაოს მედალი მიანიჭა.
2006 წელს აღნიშნულ კონკურსში ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა "თელიანი ველის" “თელი” (თეთრი მშრალი ღვინო) და “მუკუზანი” (წითელი მშრალი ღვინო). 2007 წელს კი საუკეთესოებად დასახელნენ "თელიანი ველის" "წინანდალი", "საფერავი" და "გაუფილტრავი საფერავი".
ორიოდე დღის წინ, "თელიანი ველი" კიდევ ერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა. კომპანიის 3 ღვინო: "მუკუზანი", "წინანდალი" და "ცოლიკოური" ბრიუსელის ცნობილ კონკურს Concours Mondial de Bruxellel-ზე ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
© მადიანი/vinoge.com
თქვენი კომენტარი