Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„თავადი მაყაშვილის მარნის“ ღვინოები გერმანიის ბაზარზე მკვიდრდება


„ღვინის კლუბის“ წევრი, „თავადი მაყაშვილის მარნის“ წარმომადგენელი, სოლომონ ცაიშვილი რამდენიმე დღის წინ დიუსელდორფიდან სასიხარულო ამბებით დაბრუნდა. ნატურალური ღვინოები, რომლებსაც საქართველოში მცირე და საშუალო მარნები აწარმოებენ, ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება. „თავადი მაყაშვილის მარნის“ ღვინოები კი გერმანიის ერთ–ერთ ყველაზე ძნელადშესაღწევ და კონსერვატორულ ბაზარზე წარმატებით მკვიდრდება.
20 მარტს „პროვაინის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე დიუსელდორფში, კერძოდ – „პრეზიდენტის სასახლეში“ მსოფლიოს წამყვანმა ბიოდინამიკოსმა მეღვინეებმა თავიანთი ღვინო და ფილოსოფია წარმოადგინეს. მეღვინე–მევენახეთა ჯგუგი La Renaissance des Appellations 2001 წელს ფრანგმა ნიკოლა ჟოლიმ დააფუძნა. დღესდღეობით ბიომეღვინეთა ამ ელიტურ ჯგუფში 180 წევრია მსოფლიოს 13 ქვეყნიდან. ისინი, სულ მცირე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობენ ბიო და ბიოდინამიური მეთოდით და აღიარებენ მხოლოდ ნატურალური ღვინის ხარისხის საერთო ქარტიას, რომელიც შეიმუშავეს Nicolas Joly, Anne-Claude Leflaive & Olivier Humbrecht–მა. ჯგუფი წლების განმავლობაში აწყობს პრეზენტაციებს მსოფლიოს მრავალ ქალაქში – კოპენჰაგენში, ბორდოში, ტოკიოში, ნიუ ორკში, ლოს ანჟელესში და სხვაგან.
სოლომონ ცაიშვილის გადმოცემით, დიუსელდორფში ნატურალური ღვინოების გამოფენამ უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია: „მთელი დღის განმავლობაში დარბაზებში ხალხის ტევა არ იყო. წლევანდელი გამოფენა იმითაც გამოირჩეოდა, რომ დღის სამ საათამდე დარბაზში მხოლოდ აკრედიტებული პროფესიონალები, ანუ კომერციის აგენტები, ჟურნალისტები, სომელიეები და რესტორატორები დაიშვებოდნენ. ქართულ ღვინოზე მათი რეაქცია იყო უაღრესად დადებითი, ხშირ შემთხვევაში – აღტაცებულიც კი. გასაკვირი იყო ამ ადამიანების ცოდნა, როგორც ზოგადად ქართული ღვინის თაობაზე, ასევე კერძოდ „თავად მაყაშვილის მარნის“ შესახებაც. ეს მით უფრო უცნაურია, რომ ჩვენი ღვინო ჯერ არ გაყიდულა გერმანიაში და იქ არც ერთ საპრეზენტაციო ღონისძიებაში არ მიუღია მონაწილეობა“.
თავადი მაყაშვილის მარნის ღვინოების შეძენის სურვილი რამდენიმე სავაჭრო ფირმამ გამოთქვა. სოლომონ ცაიშვილი იმედოვნებს, რომ გერმანელებთან ინტენსიური თანამშრომლობა 2011 წლიდან დაიწყება.

© ღვინის კლუბი/ vinoge.com


zalian gtkhovt gamogvekhmaurot, sad sheizleba 'Tavadi makashvilis gvinoebis' shezena/dagemovneba Tbilisshi? Mamuka


I wish Prince Makashvili Cellar a very good and long success with the very great wine he do. Regards Fred

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული