Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Decanter: ქართული უძველესი ვაზის ჯიშები

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების მსგავასად, საქართველოშიც აქცენტი არა ღვინი ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე კეთდებოდა. ამან ბიომრავალფეროვნებაზეც იმოქმედა, ძალიან ბევრი ვაზის ჯიში აღარ მოჰყავდათ, ბევრი დაივიწყეს. ეს იმას ნიშნავდა, ძირითადად გაშენებული იყო მაღალმოსავლიანი რქაწითლისა და საფერავის ჯიშები, 500-ზე მეტი ჯიში კი მხოლოდ პატარა, მიმოფანტულ ნაკვეთებზე თუ დარჩა. დღესდღეობითაც, როგორც Decanter-ის სტატიაში ვკითხულობთ, რქაწითელი და საფერავი ყველაზე გავრცელებულ ვაზის ჯიშებია, ყოველწლიური მოსავლის 57,5% საფერავია და 33,6% რქაწითელი, რაც მთლიანობაში 90%-ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეს ორი ვაზი დომინირებს, თანაც მნიშვნელოვნად, ქართული ღვინის წარმოება და ხარისხი ნელ-ნელა აღდგა.

დავით ჩიჩუამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშკარაა ის ტენდენცია, რაც ქართული მევენახეობის აღდგენას გულისხმობს: “ამ დროისთვის სრულიად ნათელია, რომ იშვიათი ადგილობრივი ჯიშების ხელახალი აღმოჩენა ძალიან პოპულარული ტენდენციაა ქართველი მეღვინეებისთვის”. ცენტრი ჯიღაურაში 2014 წელს დაარსდა, ახლა იქ დაახლოებით 600-მდე სახეობა, რომლებიც ხელმისაწვდომია კომერციული გამოყენებისათვის. უმრავლესობა ძირძველია, მათ შორისაა ადანასური, იმერული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში,  რომელიც სურნელოვანი არომატებითა და დახვეწილი გემური თვისებებით ხასიათდება: “სამწუხაროდ, ჩვენ შეზღუდული ადამიანური და მატერიალური რესურსები გვაქვს, ამიტომაც წარმატების მისაღწევად თიოეული ქართველის თანამშრომლობა და დიდი ენთუზიაზმი გვჭირდება, რომლებიც საინტერესო ჯიშების აღმოჩენაში დაგვეხმარებიან მთელი საქართველოდან. თუ ადამიანები თავიანთ ვენახებში რაიმე საინტერესოს აღმოაჩენენ, აუცილებლად ჩვენთან უნდა წამოიღონ” - აღნიშნავს ჩიჩუა.

მივიწყებული ვაზის ჯიშების საპოვნელად და შეგროვების მიზნით ცენტრი სხვადასხვა ღვინის საწრმოებთან პარტნიორობს, მათ შორისაა “შატო მუხრანი”. როგორც აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ ჰონეფი განმარტავს, ჯიღაურაში სანერგე მეურნეობის წამყვან გუნდთან ერთად ექვსი ვაზის სახეობა გამოავლინეს, ორი წითელი - ბურსა და დანახარული და ოთხი ტეთრი - ტეთრი ბუდეშური, ჯვარი, ცივვაზი და ჩიტისკვერცხა. ექსპერიმენტი შატოში დაახლოებით ერთ ჰექტარზე დარგვასაც მოიცავდა, თითო ჯიშის - თითო რიგზე: “ახლა ჩვენ რამდენიმე წელი უნდა დავიცადოთ, რათა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ამ ვაზებისგან მართლაც რჩეული ღვინის დაწურვა” - აღნიშნავს ჰონეფი.

შავკაპიტოთა და სხვა ჯიშებით საქართველოში წარმოებული ღვინის მხოლოდ მცირე ნაწილი იწურება, თუმცა ისინი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქვეყნის ყველაზე დიდ მარნებს შორისაც კი. 

“თელიანი ველის” მეღვინე კატო შალვაშვილი განმარტავს, რომ ძირძველი ვაზის ჯიშები, როგორიცაა ხიხვი, ქისი, მწვანე კახური და ალექსანრული უდიდეს პოტენციალს ავლენს. მთლიანობაში ეს წლიური მოსავლის მხოლოდ 4%-ს წარმოადგენს, თუმცა ამის მიუხედავას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშებია: “ჩემი აზრით, ის ჯიშები, რომელთაც ქართველმა მეღვინეებმა უფრო მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება, სწორედ ხიხვი, ქისი, მწვანე კახური და ალექსანდროულია”.

მაღალი ბუნებვრივი მჟავიანობით მწვანე კახურის ბოთლში დაძველება ხანგრძლივი პერიოდითაა შესაძლებელი, ხოლო ხიხვი საკმაოდ მრავალმხრივი ყურძენია. ალექსანროულით ყვავილოვანი არომატების წითელი იწურება, მსუბუქი ტანინებით, ხოლო ქისს არომატული თეთრის, ასევე ქარვისფერი ღვინის დაყენებაც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მწვანე კახურის ვენახები ბოლო ათი წლის განმავლობასი თითქმის 30%-ით გაიზარდა, ალექსანდროულის 45%-ით, ხოლო ხიხვისა და ქისის 400-450%-ით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდნობაა. სტატიას სრულად Decanter-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.