Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომი – კატეგორიები

გიგო მესხიშვილი
 
რომის აუარება სახეობა და კატეგორია არსებობს. ამის მთავარი მიზეზი იმ კუნძულების სიმრავლე და ფერადოვნებაა, სადაც ამ ტროპიკულ ელექსირს აწარმოებენ, რის გამოც, სხვადასხვა კუნძულზე სხვადასხვა გემოსა და არომატის სასმელი გამოდის. იამაიაკა, მარტინიკა, პუერტო რიკო, კუბა, ჰაიტი, გვადელუპა, ტრინიდადი და ტობაგო, ბარბადოსი, დომინიკის რესპუბლიკა, სამხრეთ ამერიკაში ბრაზილია და ვენესუელა, ასევე აშშ, მექსიკა, ფილიპინები, მადაგასკარი, აი არასრული ჩამონთვალი იმ ქვეყნებისა, სადაც ამ რომანტიკულ სასმელს ხდიან, მოიხმარენ და სხვებსაც აწვდიან. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც არსებობს მცდელობები, ოთხამდე თუ არა, ათამდე მაინც დაიყვანონ კატეგორიათა ეს სიმრავლე.  
მაგალითად, ზოგიერთი რომს 4 კატეგორიად ყოფს: თეთრი, ოქროსფერი, მუქი და დაძველებული, სხვა ვარიანტებია - solera, spiced, overproof, single mark, demerara, plummer და ა. შ. მაგალითად, თუკი თეთრი რომის ყიდვა გსურთ, ეტიკეტზე ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ეწეროს: white / light / silver / blanca / blanc და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თეთრებში ჩემპიონი "ბაკარდის" კომპანიაა. იგი არც ისე არომატულია და ძირითადად კოქტეილებში გამოიყენება. დაძველების შემდეგ ფილტრავენ ხოლმე, რათა ფერი გამოაცალონ.
"ოქროს რომსაც" სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელი აწერია (golden / oro / amber / paille). ამ კატეგორიის რომს დაახლოებით ორ წელიწადს აძველებენ, არ ფილტრავენ (რითაც იგი ოქროსფერს ინარჩუნებს), კიდევ უფრო ეფექტურ ფერს კი კარამელის დამატებით მიიღებენ.
მუქი – dark / black / negro ძალიან არომატული, სხეულიანი და ზეთოვანი რომია, რომელსაც გაჭვარტლულ მუხის კასრებში ინახავენ 3 და მეტი წლის მანძილზე.
დაძველებული (უფრო ქართულად, დავარგებულიც ქვია) - premium aged / anejo / rhum vieux. ასეთ რომს 5 წელიწადზე მეტ ხანს აძველებენ (თუმცა იშვიათად რომ 12-ს გადააცილონ) და მსოფლიო ბაზარზე ისინი კონიაკებსა და ვისკებსაც კი უწევენ კონკურენციას.
სუნელ-სანელებლებიანი, ანუ შეკმაზული რომი (spiced და flavoured) ძველი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ იმ ხანიდან, როცა ნახადს ვერ ასუფთავებდნენ და რახის მინარევებს ძლიერი არომატებით ფარავდნენ, ხილით, ბალახეულითა და სუნელებით. ამის მიუხედავად, სუნელიანი რომების საერთაშორისო ბრენდები შედარებით ახალი ამბავია. მათგან კი ყველაზე ცნობილია Bacardi Limon და Captain Morgan Spiced.
Overproof Rum გაცილებით მაღალგრადუსიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა (ზოგჯერ 75%) და ასეთებს 151-საც უწოდებენ. საქმე ისაა, რომ მათ აღსანიშნად სიმაგრის ინგლისური ერთეული, proof გამოიყენება, 1 proof კი 0,5%-ს უდრის, რის შესაბამისადაც 151-იანი 75 გრადუსი გამოდის. "ოვერპრუფების" საუკეთესო ნიმუშებია ტრინიდადული Caroni Puncheon და Stallion Puncheon და როგორც დასახელებიდან ჩანს, მათ ძირითადად პუნშებისთვის იყენებენ.
single mark rum ძალიან იშვათია და შესაბამისაც უძვირფასესადაც ითვლება. ღირებულებით ზოგიერთი სპეციალისტი შოტლანდიურ ერთალაოიან ვისკისაც კი ადარებს. ამ რომს ერთი კასრიდან ასხამენ, ყველანაირი კუპაჟირების გარეშე და სიმაგრესაც კი არ აკლებენ ხოლმე.
არსებობს რომის კლასიფიცირების სხვა კრიტერიუმებიც. ზემოთ კი ვთქვი, ყოველ კუნძულზე განსხვავებულ რომს აყენებენ მეთქი, მაგრამ ისიც უნდა დავძინო, რომ სტილისტურად მაინც ენების მიხედვით ყოფენ რომს. 
ესპანურენოვან კუნძულებზე ლაითი რომებია გავრცელებული, დახვეწილი, მსუბუქი გემოთი (კუბა, პუერტო რიკო, პანამა). ინგლისურენოვანი კუნძულები მუქი რომებითაა განთქმული, მძიმე და ზეთოვანი კონსისტენციის არომატული სასმელით (იამაიკა, ინგლისის გვიანა). ხოლო ფრანგულენოვანმა კოლონიებმა ძირითადად აგრარული რომით გაითქვეს სახელი (rhum agricole), რომელიც შაქრის ლერწმის სუფთა წვენისგან მზადდებოდა, რის ტიპიურ ნიმუშადაც მარტინიკისა და გვადელუპეს ნექტარი მიიჩნეოდა.
არის კიდევ ბრაზილიური რომი Cachaça, ინდონეზიური Batavia Arrack და Aguardiente, რომელსაც  ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხდიან და ლერწმის წვენს ანისულსაც ურევენ.
 
© tabula
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.