Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საზაფხულო თეთრი ღვინოები მთელი მსოფლიოდან

ზაფხული შესანიშნავი დროა გამაგრილებელი და ხალისიანი, არომატული თეთრი ღვინოების დასაჭაშნიკებლად. Biggest Wine Guide მკითხველს ყველაზე პოპულარულ და საინტერესო საზაფხულო ღვინოებს ურჩევს. 

ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეთრი ღვინო სოვინიონ ბლანია. ამ “ხრაშუნა”, მსუბუქი სხეულის მქონე ღვინოს როგორც წესი ციტრუსის, ბალახებისა და  ატმის არომატები ახასიათებს. Sauvignon Blanc ძალიან უხდება სალათებს, ზღვის პროდუქტებსა და მსუბუქ კერძებს. მიირთვით თხის ყველთან, ბურატასთან, შემწვარ ყაბაყთან და ბერძნულ სალათთან ერთად. 

რისლინგი  საშუალოდ სხეულიანია ღვინოა, ახასიათებს მაღალმჟავიანობა. მას აქვს ატმის, გარგარის, თაფლისა და ყვავილოვანი ნოტები, ხშირად უხამებენ ცხარე კერძებს, აზიურ სამზარეულოსა და ხილის დესერტებს, მათ შორის კრევეტებსა და სხვა ზღვის პროდუქტებს. გერმანია რისლინგის ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.

თუ ისეთ ღვინოს ეძებთ, რომელიც თან ზაფხულში გაგაგრილებთ და თან ტკბილი ექნება, მაშინ Moscato უნდა გასინჯოთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საღვინე ყურძნის ღვინოა. ახასიათებს მანდარინის, მსხლის, ლიმონის, ფორთოხლის კანისა და ცხრატყავას არომატები. განსაკუთრებით პოპულარულია საფრანგეთისა და იტალიაში. Moscato-სგან სხვადასხვა კატეგორიის ღვინოს აყენებენ, მათ შორის ცქრიალასაც. ძალიან უხდება აზიურ სამზარეულოსა და ცხარე საკვებს, რადგან სიტკბოს მაღალი დონე და ალკოჰოლის შედარებით ნაკლები შემცველბა ახასითებს. მიირთვით ქათამთან და თევზთან ერთადაც, ძალიან უხდება ღორის ხორცსაც ჯანჯაფილის და ტერიაკის სოუსით.

Pinot Grigio კიდევ ერთი შესანიშნავი თეთრი ღვინოა ზაფხულისთვის. ამ ნაკლებად სხეულიან ღვინოს მაღალი მჟავიანობა და ციტრუსის, ვაშლისა და მსხლის ნოტები აქვს. Pinot Grigio ძალიან უხდება სალათებს , ზღვის პროდუქტებსა და სხვა მსუბუქ კერძებს.

და ბოლოს , შარდონე შესანიშნავი არჩევანია ზაფხულისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყურძენია, იპოვით როგორც ცქრიალა და ახალ, ცინცხალ ღვინოებ, ისევე მდიდარ, მუხაში დავარგებულ შარდონეებსაც. ეს ჯიში თავისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სხვადასხვა სტილით დაყენებულ შარდონეს განსხვავებული სურნელება ახასიათებს. ხშირად აღმოაჩენთ მასში ტროპიკული ხილის, კარაქისა და მუხის არომატების ნაზავს. მუხაში დავარგ3ებულ ღვინოს უფრო კომპლექსური ტექსტურა აქვს, ზომიერი მჟავიანობა და კარაქის, ვანილისა და საცხობი სანელებლების არომატები. მიუხედავად სტილისტური განსხვავებებისა, შარდონეს ახასიათებს ვაშლისა და ციტრუსის ძირითადი ტონები. ასაკთან ერთად შარდონე თხილეულობის არომატებსაც იძენს. შესანიშნავია უფრო მდიდარ კერძებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.