Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო სასიამოვნო გარემოში უნდა მივირთვათ

ოქსფორდელმა პროფესორმა ჩარლზ სპენსმა მეცნიერულად დაამტკიცა ყველასათვის ცნობილი წესი: კარგი სასმელი კარგ გარემოცვაში უნდა მივირთვათ. პროფესორმა ცდისათვის 300 მოხალისე აიყვანა და დაადგინა, რომ გემოსა და არომატის აღქმის 20% სწორედ გარემოზეა დამოკიდებული. მეცნიერმა რამდენიმე კანონზომიერება დაადგინა: თუ ინტერიერში წითელი ფერი ჭარბობს, ადამიანს სასმელი უფრო ტკბილი ეჩვენება. თუ ოთახი ხით არის მოპირკეთებული და ცეცხლიც გიზგიზებს, სასმელს უფრო ხისა და მერქნის არომატი ეძლევა. ხოლო თუ ინტერიერში მწვანე ფერი ჭარბობს და ბევრი მცენარეც დგას, სასმელს უფრო მეტად ცოცხალი და ქორფა მცენარეული არომატი დაჰკრავს. პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი ინტერიერს სწორად შევარჩევთ, ამით შეგვიძლია სასმლის “ნაკლიც” დავფაროთ ან პირიქით, მისი მთელი ღირსება სრულად წარმოავაჩინოთ. რაც მთავარია, არასოდეს დალიოთ ღვინო არეულ სამზარეულოში – ასეთ გარემოში საუკეთესო ღვინოც კი სრულიად უგემური მოგეჩვენებათ.   

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.