Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ეგვიპტელები ალკოჰოლით ვაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ

ეგვიპტეში, ქაიროს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ დაბაში  გამართული დემონსტრაციის მსვლელობისას, რომლის მონაწილეებიც ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას მოითხოვდნენ, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვამ კი სხეულის დაზიანება მიიღო. მუსლიმანი დემონსტრანტები ისლამის კანონების თანახმად ცხოვრებას ემხრობიან და, შესაბამისად, ალკოჰოლური სასმელების როგორც მოხმარების, ისე რეალიზების წინააღმდეგ გამოდიან.

ექსპერტების დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში მომხდარი მასობრივი გამოსვლების შედეგად პრეზიდენტი მუბარაქი გადადგა, ქვეყანაში აშკარად გააქტიურდნენ ისლამური კანონების – შარიათის ამოქმედების მომხრენი. 13 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები სამხედრო ხელისუფლების ხელში გადავიდა, ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულია. ახალი ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას და კონსტიტუციაში ცვლილებების ამგვარად შეტანას გეგმავს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული