Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო - კულტურული მემკვიდრეობა

ფრანგები კვლავ ცდილობენ, ღვინო ოფიციალურად აღიარონ “ქვეყნის კულტურულ და გასტრონომიულ” მემკვიდრეობად. მთავრობის კომისიამ კანონში შესაბამისი ცვლილება შეიტანა და ახლა სენატის თანხმობას ელის.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და ღვინო განუყრელ მთლიანობად აღიქმება, ხელისუფლება არ ჩქარობს, ღვინოს ეროვნული მონაპოვრის სტატუსი მიანიჭოს. მათ 2012 წელსაც არ დააკმაყოფილეს კომისიის მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რამდენჯერმე უარყო ეს წამოწყება, ოდის დეპარტამენტის სენატორი როლან კორტო არ დანებდა და ეროვნულ ასამბლეას იანვარში კვლავ მიმართა შესაბამისი წინადადებით. მას შეუერთდნენ ჟირონდის დეპარტამენტის სენატორი ჟერარ სეზარი და ეროს დეპარტამენტის წარმომადგენლები.

“ღვინო ორიათასწლოვანი ფრანგული კულტურისა და ეკონომიკის მონაპოვარია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაობებს გადაეცემოდა. ღვინომ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა და გასტრონომია მთელ მსოფლიოს გაეცნო და ეღიარებინა. ამ ჩასწორების წყალობით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ და აღვადგინოთ ღვინის რეპუტაცია.” სენატი საკითხს განსახილველად მხოლოდ აპირილის თვეში, მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ გაიტანს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული