Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმი, თუ მოგზაურობა ღვინის სამყაროში

3 თებერვალს საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „ღვინის ტურიზმი საქართველოში“. მომხსენებელი ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი იყო. 

ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის საკითხების ექსპერტმა მიმოიხილა ღვინის ტურიზმის აქტუალური გამოწვევები და დარგის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. მოხსენების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო საქართველოში ღვინის ტურიზმის საყოველთაოდ გავრცელებული ფორმების გევრდით ალტერნატიული, ახლებური კონცეფციის ტურისტული პროდუქტების დანერგვის აუცილებლობა. ია 

თაბაგარი მიიჩნევს, რომ ისეთ გამოცდილებებს, როგორიც არის ღვინის თავგადასავლების პრაქტიკა, საქართველოში ნაყოფიერი ნიადაგი შეიძლება მოეძებნოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენში ღვინის კულტურას ათასწლეულების ისტორია აქვს და ეს გამოცდილება დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი მატერიალური და არამატერიალური არტეფაქტების სახით არის შემონახული, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ ღვინით დაინტერესებულ ტურისტულ სეგმენტს ტურ-ოპერატორებმა შესთავაზონ ღვინის სამყაროში მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობა. ეს იქნება საინტერესო აღმოჩენების, ინტერაქტიული ფორმის თავგადასავალი, ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე მხოლოდ მარნების მონახულება, ღვინისა და კერძის დაგემოვნება, სუვენირების შეძენა და ღამის გათევა სასტუმროში. თავგადასავალი შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რთველში მონაწილეობიდან და ყურძნის დაწურვიდან -  ღვინის უძველესი საწნახელებისა და ქვევრების სამყაროში მოგზაურობის ჩათვლით. 

ტურისტებს საქართველოში ამ ტიპის პროდუქტს ჯერ კიდევ 2011 წლიდან სთავაზობს ტურისტული სააგენტო - Living Roots. კომპანიის სლოგანია „მოგზაურობა ღვინის, აბრეშუმისა და სიმღერის მიწაზე“, რაც ორიენტირებულია როგორც რიგითი ტურისტების, ასევე, მოწვეული ღვინის ბლოგერების, მწერლებისა და ჟურნალისტების მოთხოვნაზე.

დღესდღეობით  ტურიზმის სფეროს მთავარ გამოწვევად მიიჩნევა ამბავზე, ლეგენდაზე ორიენტირებული მოგზაურობა. შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მწერლობის აქტუალური ტრენდებიც სულ უფრო მეტად მიმართულია ამბის თხრობაზე,  ვიდრე - სასმელის კლასიკურ დახასიათებაზე. ღვინის ტრადიციული ტურების გვერდით ახალი, კულტურულ-საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის ისედაც მზარდი სეგმენტის კიდევ უფრო გაფართოებას და ქართული ღვინის საგარეო იმიჯის პოპულარიზაციას. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული