Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სექტორში თანამშრომლობის ფორუმი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 22-23 იანვარს კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის (PSD SC) ფარგლებში გაიმართება ღვინის სექტორში თანამშრომლობის მეორე ფორუმი. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის უწყვეტი დიალოგის ხელშეწყობა. პირველმა ფორუმმა, რომელიც 2014 წლის 28 აპრილს ჩატარდა, აჩვენა, რომ მსგავსი პრაქტიკები საუკეთესო ინსტრუმენტია ღვინის სფეროში ჩართულ სუბიექტთა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. სწორედ ამიტომ იმთავითვე განისაზღვრა, რომ ღონისძიება ჩატარდება, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, რათა დროულად მოხდეს დარგის აქტუალური გამოწვევების შეჯამება და რეკომენდაციების შემუშავება პოლიტიკის შემქმნელთათვის. 

წლევანდელი ფორუმი სამი მთავარი თემის გარშემო იქნება ფოკუსირებული: 
•    საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩო პირობები;
•    ქვევრის, როგორც გლობალური მარკეტინგული პროდუქტის გამოწვევები და პერსპექტივები;
•    ღვინის სფეროში  ადგილობრივ ბაზარზე არსებული კვალიფიკაციისა და უნარების პრობლემები.  

ფორუმში ჩართულნი არიან სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეღვინეები, საუნივერსიტეტო კადრები საქართველოდან, რუმინეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან. ისინი შეაჯამებენ ადგილობრივ საჭიროებებს, ისაუბრებენ ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებებზე, სასარგებლო პრაქტიკების ცალკეულ მაგალითებზე, მეღვინეობის სასწავლო პროგრამებსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული