Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასმისი, რომლიდანაც სასმელი არ გადმოიქცევა

Super Duper Studio -ს დიზაინერებმა ბევრის ოცნება რეალობად აქციეს – მათ შექმნეს ღვინის სასმისი, რომლიდანაც სასმელი არ გადმოიღვრება, შესაბამისად, არც სუფრას დასვრის და არც სამოსს. ჭიქას, რომელსაც შემქნელებმა Saturn Glasses დაარქვეს, მაღალი ფეხის ნაცვლად განიერი, მომრგვალებული სადგამი აქვს. იმის გამო, რომ სასმისს შევიწროვებული ყელი აქვს და სადგამის წყალობით მხოლოდ 45°-ზე იხრება, სითხე არ იღვრება. ჭიქამ რომ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს, შემქმნელები გვირჩევენ, სასმელი მხოლოდ ერთ მეოთხედზე ჩავასხათ. ამ ჭიქას კიდევ ერთი სასარგებლო დანიშნულება აქვს – ის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი ულუფა სასმლის საზომი. Saturn Glasses-ის ერთი ჭიქა 52 დოლარი ღირს. დიზაინერები მის მაღალ ფასს ასე ამართლებენ: გარდა იმისა, რომ სასმისი საოცრად მოსახერხებელია, ის საუკეთესო ხარისხის მინისაგან, თანაც ხელით არის დამზადებული.   © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.