Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბში ახალი მარნის მშენებლობისა და მოწყობის საკითხებზე ნიკა ვაჩეიშვილის ლექცია ჩატარდა

ფოტო: ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ღვინის კლუბის მორიგი საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრას კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, მეღვინე - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მასპინძლობდა. მოხსენება შეეხებოდა ახალი მარნის, როგორც ტრადიციის ნაწილის, აშენებისა და მოწყობის თანამდევ პრობლემებს.

თავდაპირველად მომხსენებელმა მიმოიხილა ისტორიული მარნების (ალავერდი, ნეკრესი, წერაქვი, გელათი, ბაგინეთი, წინანდალის) აღდგენისა და თანამედროვე ყოფაში ინტეგრირების მაგალითები. მისი თქმით, ტრადიციული მარნების აღორძინების პროცესმა ახალი სიცოცხლე შეიძინა UNESCO-ს მიერ ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების შემდეგ.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ამომწურავად ისაუბრა მარნის განვითარებაზე კონცეფციის შემუშავებიდან - ტექნიკურ დეტალებამდე. ისაუბრა როგორც ისტორიულ, ტრადიციულ, ასევე, საკუთარ პერსონალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით.

ექსპერტის რეკომენდაციით, მარანი თავისი ფორმითა და გაბარიტებით უნდა იყოს ადგილობრივი რელიეფის ორგანული ნაწილი. მისი მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი გარემო - წყალი, ვენახი, ხედები და სხვ. რაც შეეხება, საკუთრივ მარნის ფუნქციურ დიზაინს, მომხსენებელმა შეაჯამა ქართული ტრადიციული მარნისთვის დამახასიათებელი ნიშნები - მულტიფუნქციურობა, კომპონენტების სიცხადე, სადა მოხაზულობა და გაბარიტების ზომიერება. მისი თქმით, ქართულ მარანში მთავარ სირთულეს ქმნის ფუნქციების მაქსიმალური ინტეგრირებულობის ფონზე, ფორმათა სისადავის შენარჩუნება.

როგორც აღვნიშნეთ, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთი ტექნიკური საკითხების შესახებაც, როგორიცაა მარნის საშენი მასალა, გადახურვა, იატაკი, გათბობისა და გაგრილების სისტემა და სხვ. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ღვინის კლუბის წევრები, მეღვინეები და საკითხით დაინტერესებული ადამიანები.  

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ლექციაზე ვერ დამსწრეთათვის, ლექციის სრული ვერსია არ დაიდება?..


იქნებ დადოთ ლექციის ვიდეო ვერსია. მადლობა წინასწარ ადმინისტრაციას.


გამარჯობა, სად შეიძლება რომ ვნახოთ მომავალი ღონისძიებების ანონსი? სამწუხაროდ ღვინის კლუბის გვერდზე არაფერია ნაჩვენები, და ესე 1 დღით ადრე რომ ცხადდება თქვენ გვერდზე ვერ ვასწრებთ გეგმების შეცვლას/დაგეგმვას. მადლობა


ღვინის კლუბის facebook გვერდზე ყოველი ლექციის ანონსი (event) ერთი კვირით ადრე იქმნება და ნებისმიერი დაინტერესებული პირი აქედან იგებს ლექციის შესახებ. გმადლობთ.


2 საათი მოვდიოდით საცობში, ძალიან დამწყდა გული რომ ვერ მოვუსწარი. ყურადღებით ველოდები შემდეგ ლექციას...


ლექციის ვიდეო ჩანაწერი არის სადმე ხელმისაწვდომი?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული