Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეგუსტაცია Twitter –ზე

ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ღვინის მოყვარულები, მეღვინეები, მევენახეები, კრიტიკოსები თუ ვაჭრები დღითიდღე უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტის სიკეთეებსა და უსაზღვრო შესაძლებლობებს და ვირტუალური ურთიერთობების წყალობით ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. და აი, ა.წ. 29 მარტს ღვინის მოყვარულებმა სოციალურ ქსელ Twitter –ზე ერთგვარი სადეგუსტაციო სესია მოაწყვეს, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ქსელში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს თავიანთ ფავორიტ ღვინოზე უნდა გაეკეთებინათ ჩანაწერი, რომლის მოცულობაც შეზღუდული იყო და 140 სიმბოლოთი შემოიფარგლებოდა. ონლაინ დისკუსიაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ზოგიერთმა სესიის ტექნიკურ მხარეზე დაიჩივლა და დანანებით აღნიშნა, რომ საყვარელი ღვინის თვისებებისა და დახასიათების 140 სიმბოლოთი გადმოცემა შეუძლებელია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული