Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გამოფენა პორტუგალიაში

პორტუგალიაში გაიმართა ღვინის გამოფენა Essencio do Vinho, რომლის ორგანიზატორები იყვნენ Vini Portugal დაჟურნალი Blue Wine. გამოფენის უმთავრესი თემა იყო ღვინის ექსპორტისა და პორტუგალიური სუფრის ღვინოებითდაინტერესების ზრდა. როგორც აღნიშნეს, ბოლო ხანებში პორტუგალიური ღვინის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატაქვეყნის ყოფილ კოლონიებში - ბრაზილიასა და ანგოლაში.

სხვა მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით, ღვინის გაყიდვების ზრდა ქვეყნის შიდა ბაზარზეც გახდა შესამჩნევი. პორტუგალიელი მწარმოებლები, საქვეყნოდ ცნობილი პორტვეინების გარდა, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სუფრის ღვინოებს.

გამოფენაზე კონკურსიც ჩატარდა, სადაც 10 საუკეთესო პორტუგალიური ღვინო შეირჩა. ათეულში ერთადერთი თეთრი ღვინო Covela Escolha Branco 2006 და ერთადერთი პორტვეინი Taylor’s Vargellas Vinho do Porto 2005 მოხვდა. დანარჩენი ადგილები წითელ ღვინოებს ერგო.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული