Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინის დაყენება კეთილი სენივითაა, თუ შეგეყარა მისგან თავის დაღწევა რთულია.” - ინტერვიუ მარი ღვედაშვილთან

"ქიზიყური ტრადიციული" 2018 წელს დაარსდა, დედოფლისწყაროში რამდენიმე სახის ღვინოს აწარმოებენ. მარი ღვედაშვილი მარნის ხელმძღვანელია, როგორც გვიამბობს, თვითონ უძღვის და თვალს ადევნებს სრულ ღვინის დაყენების პროცესს. ქალის ღვინოსთან და ვაზთან ურთიერთობა კიდევ უფრო სხვა და განსაკუთრებული რამაა, თუმცა არის თუ არა რაიმე დაბრკოლება ან პირიქით, რა არის ის, რითიც ღვინო უფრო გამორჩეული ხდება, ამაზე მარი გვესაუბრება
- რას ნიშნავს თქვენთვის ვაზი და ღვინო? როგორ აფასებთ  ამ სფეროში თქვენს საქმიანობას?

- ვაზი და ღვინო ჩემთვის მამა-პაპის ტრადიციებისკენ დაბრუნებაა. ძველი ტრადიციები არ დავიწყება, ის მომავალი თაობისთვის შემონახვაა. ვაზი და ღვინო ჩემთვის პატარა ოჯახს ნიშნავს, ვაზი-დედაა ღვინო-შვილი. მე მთლიანად ჩართული ვარ პროცესში: დაწყებული სხვლიდან, დამთავრებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე.

- ქალის ხელი, ყურადღება და მოვლის წესები ყველაფერს ამდიდრებს და აცოცხლებს. რა განსაკუთრებულ მახასიათებელს/თვისებას სძენს თქვენი მიდგომა ღვინოს?

- ქალის ხელი, ყურადღება მემგონი ყველას და ყველაფერს ალამაზებს და ათბობს. არც ღვინოა გამონაკლისი, ჩემი აზრით, სინაზეს სძენს, სითბოს და სასიამოვნო არომატს.

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი მარნის შესახებ: რამ შთაგაგონათ, მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემი მარანი „ქიზიყური ტრადიციული“ მდებარეობს კახეთში, კერძოდ ქიზიყში დედოფლისწყაროში და ვაწარმოებთ ღვინოს ქვევრში ტრადიციული მეთოდით. ადრე ქალი და მეღვინეობა წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ერთგვარად ჩემმა ოჯახმა ეს სტერეოტიპი დაამსხვრია და სარვამარტო საჩუქრად მეუღლემ ვენახი და მარანი გადმომცა. აქედან დავიწყე სრულიად განსხვავებულმა პროფესიის მქონემ (ფილოლგმა) მეღვინეობის შესაწავლა, ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება ქვევრში.

-  ვაზის რომელ ჯიშებზე მუშაობთ? რამე განსაკუთრებული რიტუალი ან ხერხი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის, ღვინის დაწურვის/დაყენების დროს?

- ეს ჯიშებია: რქაწითელი (საკუთარ ვენახში ბიოპრეპარატებით მოყვანილი), კახური მწვანე, ხიხვი, საფერავი, თავკვერი. ღვინის დაწურვამდე საკმეველს ვატარებთ ქვევრში

- რაიმე დაბრკოლებებას ან სირთულეს თუ შეხვედრილხართ, როგორც ქალი მეღვინე (თუ კი, მოგვიყევით თქვენი ისტორია).

- ერთადერთი დაბრკოლება არის ფიზიკური შესაძლებლოები მაგ. ავზის გადაადგილება, ქვევრიდან ჭაჭის ამოღება და ა.შ.

- რას ურჩევდით ფესტივალის სტუმრებს, რომლებსაც ღვინის შესახებ თავიანთი გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავება სურთ?

- გულით და სიყვარულით მიუდგნენ ამ საქმეს და ყველაფერი კარგად გამოვა. ღვინის დაყენება კეთილი სენივითაა თუ შეგეყარა მისგან თავის დაღწევა რთულია.

- რომელია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი ღვინის რეგიონი ან ტერუარი?

- განსაკუთრებუთ საყვარელი და ძვირფასია კახეთი,  ქიზიყი.

- ყველაზე მეტად რას ელით ახალი ღვინის ფესტივალისგან, რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენი ღვინის მარნისთვის?

- ველი უამრავ სტუმარს და მაქვს დიდი იმედი, რომ სტუმრები, რომლებიც დააგემოვნებენ ჩვენს ღვინოებს, მოხიბლული დარჩებიამ და შესაბამისად გაიზრდება „ქიზიყური ტრადიციულის“ ცნობადობა.

- რა არის თქვენი საყვარელი ღვინისა და კერძის შეხამება?

- ძალიან მიყვარს წითელი ღვინო სტეიკთან ერთდ

- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ მეღვინე ქალებს, რომლებიც ღვინით არიან დაინტერესებული და მომავალს სწორედ ამ სფეროს უკავშირებენ?

- გამოიყენონ თავიანთი ჭკუა, კრეატიულობა, ფანტაზია და რაც მთავარია მონდომება. არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რომელიც შეიძლება შეხვდეთ და საბოლოოდ დაამსხვრიონ სტერეოტიპი ქალისა და ღვინის შესახებ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული