Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თხის ყველისა და გამომცხვარი ჭარხლის სალათა

საჭირო მასალა: 1 საშუალო კონა სალათა, 2 პატარა ჭარხალი, 60 გ თხის ყველი, 4 ს.კ. ნუში. საწებელი - 1 მუჭა გაყინული ჟოლო, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი.

მომზადება: ჭარხალი გავრეცხოთ, მოვაჭრათ “კუდი”, დავაწყოთ ფოლგაზე, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი, ფოლგაში გავახვიოთ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ნუში მოვხალოთ 10 წუთის განმავლობაში, დავმდუღროთ,  კანი გავაცალოთ და ბლენდერში დავაქუცმაცოთ. გამომცხვარ ჭარხალს კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ბლენდერში მოვათავსოთ ჟოლო, ძმარი, ზეითუნის ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და გავთქვიფოთ. თეფშზე დავაწყოთ ჭარხლის ნაჭრები. ხელით დახეული სალათის ფოთლები ავურიოთ საწებელში და ზემოდან მოვაწყოთ ჭარხალს. სალათის ფოთლებს დავაწყოთ ყველის პატარა ნაჭრები და მოვაყაროთ დაქუცმაცებული ნუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული