Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასმელი, როგორც აქსესუარი

თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდები ბარებში სპირტიან სასმელს მხოლოდ იმიტომ უკვეთენ, რომ დალევა სურთ, ძალიან შემცდარხართ. ლუდისა და სიდრის მწარმოებელმა შვედურმა კომპანია Kopparbergs-მა ბრიტანეთში დიდი გამოკითხვა ჩაატარა და გაირკვა, რომ დღეს ალკოჰოლი არა მხოლოდ მოსადუნებელი, ან სულაც გამამხნევებელი საშუალება, არამედ მოდური აქსესუარიც ყოფილა. თურმე ბრიტანელები კოქტეილებს, ღვინოსა და სიდრს უფრო “ფეშენ” სასმელად მიიჩნევენ, ხოლო ლუდის ზოგი სახეობის, ძირითადად, ლაგერის შეკვეთა კი, "გოიმობად" ითვლება.   ლონდონელთა 52% ფიქრობს, რომ თუ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურს, სასმლის შეკვეთამდე კარგად უნდა დაფიქრდე. მათი აზრით, სასმლის საშუალებით ძალიან იოლია ადამიანის ამოცნობა და დახასიათება. “ცხადია, ბარებში ხალხი საკუთარი სტილის შესაბამის სასმელს უკვეთავს. ეს პაბის დაუწერელი კანონია. მაგალითად, ბაიკერის ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი ლუდის კათხით უკეთ გამოიყურება, ვიდრე კოქტეილის ჭიქით. თუ მას კოქტეილის დალევა სურს, უმჯობესი იქნება, თუ სხვაგვარად გამოწყობილი ესტუმრება ბარს,” – განმარტავს სტილისტი ალექსია ელიზაბეტი. გამოკითხვის შედეგად ისიც გაირკვა, რომ მამაკაცები უფრო ცდილობენ საკუთარი იმიჯის შესაბამისი სასმელი მიირთვან, ვიდრე ქალბატონები. მამაკაცთა უმრავლესობა ბრმად მისდევს “ალკოჰოლურ მოდას”, ხოლო მანდილოსანთა მხოლოდ 47%-სათვის არის ეს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. “ადრე მეგონა, რომ ადამიანი ამა თუ იმ სასმელს იმიტომ უკვეთავს, რომ ის სასმელი მოსწონს. მაგრამ როგორც ირკვევა, მეტად მნიშვნელოვანი ყოფილა, რჩეული სასმელი საკუთარ სტილს შეუხამო,” – აღნიშნა Kopparbergs-ის წარმომადგენელმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული