Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის დღიურები“ - „მარანის“ ახალი პროექტი

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

მცირე საზაფხულო შესვენების შემდეგ, საქართველოს ღვინის კლუბი და ღვინის საინფორმაციო ცენტრი ერთგულ მკითხველებს საინტერესო სიახლეებს ჰპირდება.  

ახალი სეზონიდან მარანი წარმოგიდგენთ პროექტს ღვინის დღიურები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, განსხვავებული პროფესიებითა და დამოკიდებულებებით, რომელთა ცხოვრებასა და საქმიანობას ერთი მოვლენა - ქართული ღვინო - აერთიანებს. 

პროექტის მონაწილეები - მევენახეები, მეღვინეები, ღვინის გიდები, კრიტიკოსები, აკადემიური თუ სერვისის სფეროს წარმომადგენლები და სხვანი,  აწარმოებენ ერთკვირიან დღიურებს, სადაც ისინი აღწერენ თავიანთ საქმიანობას, ყოფას, ყოველდღიურობას. მარანის მკითხველს შესაძლებლობა ექნება, თვალი მიადევნოს პროფესიონალთა საქმიანობისა და ყოფის აქამდე უცნობ დეტალებს, გაეცნოს მათს თვალსაზრისებს და გაიზიაროს საინტერესო გამოცდილებები. 

გარდა იმისა, რომ დღიურები მიმზიდველი და სასიამოვნო საკითხავი ტექსტების სახით იქნება წარმოდგენილი, ის წარმოჭრის საკითხებს, რაც ღვინის სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზის საინტერესო პრეცედენტსაც შექმნის.  

პროექტი 26 აგვისტოდან დაიწყება. აგვისტო-სექტემბრის თვეებში შემოგთავაზებთ ღვინის ექსპერტისა და გიდის, მაკა თარაშვილის, რეჟისორ - ემილი რეილსბეკის (აშშ), ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის - გიორგი სამანიშვილის, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელის - ანა გოდაბრელიძისა და სხვათა - დღიურებს.  

©  საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული