Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Concours Mondial de Bruxelles 2010-ის შედეგები ცნობილია

ღვინის საერთაშორისო კონკურსი Concours Mondial de Bruxelles რომელიც სამხრეთ იტალიის ქალაქ პალერმოში ჩატარდა და რომელზეც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, უკვე დასრულდა და მისი შედეგებიც ცნობილი გახდა. კონკურსზე წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელების 7000 სახეობიდან მედლით აღინიშნა 2042 ნიმუში. მედლების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი, ტრადიციულად, საფრანგეთს ერგო (606 მედალი), შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა: ესპანეთი (378, მათ შორის 17 დიდი ოქროს მედალი), იტალია (228 მედალი), პორტუგალია (177 მედალი) და ჩილე (158 მედალი). აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული სასმელების უმეტესობა ესპანურენოვანი ქვეყნის ნაწარმია:

 
საუკეთესო შუშხუნა ღვინო - Champagne Baron-Fuenté Grand Cru Brut (საფრანგეთი)
საუკეთესო თეთრი ღვინო -  Viu Manent Chardonnay Reserva 2009 (ჩილე)
საუკეთესო ვარდისფერი ღვინო – Casal da Coelheira Rosé 2009 (პორტუგალია)
საუკეთესო წითელი ღვინო - Michel Torino Don David Tannat 2008 (არგენტინა)
საუკეთესო ტკბილი ღვინო - Lustau Solera Reserva Pedro Ximénez San Emilio (ესპანეთი)
საუკეთესო სპირტიანი მაგარი სასმელი – Tequila Espolón Reposado (მექსიკა).
მომავალ წელს Concours Mondial de Bruxelles ლუქსემბურგში გაიმართება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


ამ პრესტიჟულ კონკურსში ქართული კომპანია "ბადაგონიც" მონაწილეობდა და მის ბრენდს "კახურ წარჩინებულს" (თეთრი მშრალი)კომპეტენტურმა ჟიურიმ ვერცხლის მედალი მიანიჭა.:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული