ღვინის საერთაშორისო კონკურსი Concours Mondial de Bruxelles რომელიც სამხრეთ იტალიის ქალაქ პალერმოში ჩატარდა და რომელზეც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, უკვე დასრულდა და მისი შედეგებიც ცნობილი გახდა. კონკურსზე წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელების 7000 სახეობიდან მედლით აღინიშნა 2042 ნიმუში. მედლების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი, ტრადიციულად, საფრანგეთს ერგო (606 მედალი), შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა: ესპანეთი (378, მათ შორის 17 დიდი ოქროს მედალი), იტალია (228 მედალი), პორტუგალია (177 მედალი) და ჩილე (158 მედალი). აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული სასმელების უმეტესობა ესპანურენოვანი ქვეყნის ნაწარმია: