გამოქვეყნებულია: 3 ივნისი, 2013 - 01:05
საჭირო მასალა: 2 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 4 ნაჭერი პური, 300 გ მწიფე პამიდორი, 1 კონა რეჰანი, 100 გ დაკონსერვებული თინუსი, 2 ს.კ. ლიმონის ცედრა, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მომზადება: ნიორი გავხეხოთ, ავურიოთ ზეთი, მარილი და წიწაკა. პურის ნაჭრები შუაზე გავჭრათ, დავაწყოთ საცხობ ქაღალდზე და მომზადებული ზეთი მოვასხათ. პამიდორი კუბებად დავჭრათ. რეჰანი წვრილად დავკეპოთ, ხოლო თევზი – ჩანგლით დავსრისოთ. პურის ნაჭრები 15 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. პამიდორს დავუმატოთ 1 ს.კ. ზეთი, ლიმონის ცედრა, რეჰანი, მარილი და წიწაკა. ფრთხილად შევურიოთ თევზი. მომზადებული მასა პურის ნაჭრებზე გადავანაწილოთ და მივიტანოთ სუფრაზე.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი