Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური კომპანია წარმოების გაფართოებას აპირებს

ჩინური კომპანია Dynasty Fine Wines Group აპირებს ახალი ვენახები შეიძინოს საზღვარგარეთ, რათა მომავალში შეძლოს ადგილობრივ ბაზარზე ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. კომპანია ტიანცზინშია განლაგებული და ნაწილობრივ ფრანგულ Remy Cointreau SA -ს ეკუთვნის, რომელიც საფრანგეთში ლიქიორის სიდიდით მეორე მწარმოებლად ითვლება.

მას შემდეგ, რაც კომპანიის ექსპერტებმა მსოფლიოს 20-მდე ღვინის ქარხანა მოიარეს და შეისწავლეს მათი შესაძლებლობები, არჩევანი საფრანგეთისა და ავსტრალიის ვენახებზე შეაჩერეს. კომპანია Dynasty Fine Wines, რომლის აქციებითაც ჰონგკონგის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ, 2010 წელს მიმდინარე 50 ტონიანი წარმოების 70 ტონამდე გაზრდას გეგმავს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი აპირებს ეს მაჩვენებელი 100 000 ლიტრამდე გაზარდოს. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, კომპანიის მოგებამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 16%-ით აღემატება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.