Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Christie's ღვინის მარათონი


აუქციონის სახლ Christie's  მიერ ორგანიზებულ ღვინის მარათონზე, რომელიც 36 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ჯამში 11 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო გაიყიდა. ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგში ერთდროულად მიმდინარე აუქციონებზე 1023 ლოტი და ღვინის 800-ზე მეტი იშვიათი დასახელება იყო წარმოდგენილი, მათ შორის სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნებიდანაც.  
აუქციონის ამერიკული ფრთის ტოპ-ლოტი 1945 წლის Chateau Latour გახლდათ, რომლის ერთი ყუთიც 72 000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ღვინის გაყიდვების შედეგებით ჰონგ კონგის აუქციონმა ბევრად გაუსწრო ნიუ-იორკის აუქციონს – ჰონგ კონგში გამართული ვაჭრობის მოგებამ 8,2 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ნიუ-იორკის აუქციონის მოგებამ მხოლოდ 3 მილიონ დოლარს მიაღწია.
Christie's-ს ღვინის პროდუქციის გაყიდვებზე პასუხისმგებელმა პირმა, რობინ კელი ო’კონორმა აუქციონის დასრულების შემდეგ განაცხადა: ,,როგორც მოსალოდნელი იყო, არაპრემიალური კლასის ბორდოული და ბურგუნდიული ღვინისთვის ბაზარი ჯერ კიდევ გაურკვეველი და არასტაბილურია. სამაგიეროდ, ტრადიციულად კარგად გაიყიდა 1982 წლის Lafite.
ღვინის შემდეგი მარათონი, რომელსაც ისევ აუცქიონის სახლი Christie's  მოაწყობს და იშვიათ, საკოლექციო ღვინოებს წარუდგენს საზოგადოებას, 14 მაისს ნიუ-იორკში გაიმართება.      
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული