Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილეში ხანძარმა ვენახები გაანადგურა

გასული კვირის ბოლოს ჩილეში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს - 40°C-ს მიაღწია, რამაც ხანძრების წარმოქმნას შეუწყო ხელი, იუწყება გამოცემა Decanter. ძლიერმა ხანძარმა, სამწუხაროდ, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე 40 000 ჰექტარი მოიცვა და რამდენიმე მარანი და ვენახი გაანადგურა. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

ხანძარი სწრაფად უახლოვდება ღვინის მწარმოებელ რეგიონებს - Bío Bío Valley-სა და Itata Valley-ს, სადაც ჩილეს უძველესი ვაზები ხარობს. ,,უაღრესად სამწუხარო და შემაშფოთებელია, რაც ხდება,“ - ამბობს ანიტა ჯექსონი, Wines of Chile-ს ბრიტანელი დირექტორი. ,,ეს რეგიონები ჩილეს ტრადიციული მეღვინეობის სამშობლოა, აქ ხარობს უძველესი ვაზები, რომლებისგანაც გამორჩეულ ღვინოებს ამზადებენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, თუმცაღა დაზარალებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება.“

,,ამ ამბავმა დამამუნჯა“, - ამბობს ლეონსიო ფერნანდესი, რომლის მამულიც, Itata Valley-ში მდებარე Leoncio Wines, ხანძარმა შეიწირა. კიდევ ერთი მეწარმე, ვისი მარანიც მთლიანად განადგურდა სტიქიის შედეგად, ალტოს დელ ვალე , აცხადებს: ,,ჩვენ აღვდგებით, რადგან მეწარმეს მხოლოდ ერთი გზა აქვს -  წინ უნდა იაროს.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული