Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Chateau Mouton Rotschild ახალი ეტიკეტის გამო ხუთჯერ გაძვირდა

ბორდოს ბრწყინვალე წარმოება Chateau Mouton Rotschild სახელგანთქმულია არამხოლოდ ღვინის შეუდარებელი ხარისხის გამო, ასევე ექსკლუზიური ეტიკეტების წყალობითაც. 2008 წლის მოსავლის ღვინოებისთვის, რომელიც გაყიდვაში სულ ახლახანს გამოვიდა, ეტიკეტი ჩინელმა მხატვარმა სუი ლიმ დაამზადა. მხატვარმა შემოქმედებითად გაიაზრა Chateau Mouton Rotschild-ის ტრადიციული სიმბოლიკა და ცხვრის გამოსახულება მთვარის ორ ნახევარს შორის მოაქცია, რომლის შუქზეც ყურძნის მტევნები მოჩანს. ნახატი ტუშითაა შესრულებული. ავტორის თქმით, მუტონ როტშილდის ღვინო სხვადასხვა კონტინენტს, ხალხებსა და კულტურებს შორის თავისებური ხიდის როლს ასრულებს.
1924 წლიდან მოყოლებული (რეალურად 1945-დან), კომპანიის მეპატრონეები ეტიკეტებს ყოველწლიურად თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ მხატვრებს  უკვეთავენ. სხვადასხვა დროს მისი ავტორები იყვნენ: სალვადორ დალი, ენდი უორჰოლი, ჟან კოკტო, მარკ შაგალი, ჰენრი მური, ხუან მირო, ილია კაბაკოვი და ბევრი სხვა. მხოლოდ პაბლო პიკასოს ნახატი არ იყო განკუთვნილი ღვინის ბოთლისათვის, მაგრამ ის ბოთლზე დიდი ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად, მის შთამომავლებთან შეთანხმებით განთავსდა.
უკანასკნელი ეტიკეტის ავტორი ჩინელი მხატვარი შემთხვევით როდი გახდა. ბოლო დროს აზიური ბაზარი, განსაკუთრებით კი ჩინური, ყველაზე პერსპექტიულია ფრანგული ელიტური ღვინოებისათვის. აქ მათი გაყიდვები სულ უფრო იზრდება, ევროპასა და ამერიკაში კი მცირდება. შანხაის აუქციონებზე კოლოსალურ თანხებში იყიდება ბორდოს ბრწყინვალე ღვინოები. ასე რომ, ახალი ეტიკეტი პატივისცემისა და მადლიერების ერთგვარი ჟესტიცაა ჩინელი მილიარდერების მიმართ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Chateau Mouton Rotschild აგრძელებს ექსკლუზიური ეტიკეტების სერიას, 2008 წლის ღვინის ფასი 1800-დან 10000 ევრომდე გაიზარდა. არსებული ტრადიციის მიხედვით, სუი ლი 2008 წლის მოსავლის 5 ყუთ ღვინოს და დამატებით წარმოების ნებისმიერი სხვა ღვინის 5 ყუთს საჩუქრად მიიღებს.
© ღვინის კლუბი/Weekend



ნამდვილად არ მესმის და ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ როგორ უნდა მივცე 10000 ევრო ბოთლ ღვინოში, თუნდაც ბორდოსი, როცა აგერ საქართველოში თუ იქ აფრიკაში პურის ფული არა აქვს ბევრს და შიმშილით კვდება. ესეც ალბათ ისეთივე უკიდურესობაა როგორც საჭმელებისა თუ სამკაულებისადმი უზომო ლტოლვა. როდესაც ღვინო გადაიზრდება ასეთი ტიპის ლტოლვის საგნად, ის კარგგავს თავის საკრალურ არსს, საიდანაც არ უნდა იყოს წარმოშობით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.