Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2016 – ქართული ღვინის ექსპორტის პირველი 5 თვე

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საინტერესოა, რომ ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთი - 106% (1 242 523)

უკრაინა - 73% (1 853 663)

რუსეთი -  59% (7 560 974)

ბელარუსი - 77% (262 838)

ლიტვა - 46% (244 368)

პოლონეთი - 30% (835 792)

ესტონეთი - 17% (236 496)

ყირგიზეთი - 171% (107 646)

გერმანია - 31% (141 328)

კანადა - 25% (77 100)

დიდი ბრიტანეთი - 79% (52 126)

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის 79%–იანი და გერმანიასა და კანადაში სტაბილური ზრდა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ბაზრის აქტიურობას ყოველთვის თან სდევს ხოლმე გარკვეული მიმართულებებით ექსპორტის კლება, რაც ბუნებრივი მოვლენაა.

მართალია ექსპორტიორი ქვეყნების პირველ სამეულში ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები დომინირებენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთმა მყარად დაიკავა ადგილი ხუთელში:

რუსეთი - 7 560 974 ბოთლი

უკრაინა -1 853 663 ბოთლი

ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი

ჩინეთი - 1 242 523 ბოთლი

პოლონეთი - 835 792 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  35%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული