Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის მორიგი საჯარო ლექცია ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლებმა ჩაატარეს

ფოტო: ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა

9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ჩატარდა საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი საჯარო ლექცია, თემაზე „ღვინის ტურიზმის ობიექტების განვითარების სქემა - მარნები“. ლექციას უძღვებოდნენ ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლები, ელენე ბუხაიძე და ლევან ჩუბინიძე. 

მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოში ღვინის ტურიზმის მნიშვნელობაზე და იმ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ბენეფიტებზე, რაც ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას ახლავს თან; განიხილეს ის საჭიროებები, თუ რა გამოწვევებს უნდა პასუხობდეს დღეს საქართველოში მარანი, რომელიც ღვინის წარმოების გარდა, დაინტერესებული პირებისთვის ტურისტულ სერვისებსაც ქმნის. ეს საჭიროებებია, პირველ რიგში, ხარისხიანი ღვინო, შემდეგ კი - დახვეწილი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური მომსახურება. 
ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებლებმა პრაქტიკული რჩევები მისცეს იმ ადამიანებს, ვინც უკვე წარმოადგენენ ენოტურისტულ ცენტრებს, ან სამომავლოდ გეგმავენ ამგვარი პროდუქტების განვითარებას. მათ ისაუბრეს, რიგით ღვინის ტურისტზე - მის მოთხოვნებზე, გემოვნებასა და დამოკიდებულებებზე. მათი თქმით, ამ კატეგორიის ტურისტები, როგორც წესი, მსოფლიოს ღვინის კულტურაში კარგად გაცნობიერებულნი არიან, იცნობენ ვაზის სხვადასხვა ჯიშებსა და ღვინოების ნაირსახეობებს, ვაზის მოვლის წესებს და სხვ. შესაბამისად, ღვინის ტურისტები, ხარისხიანი ღვინის დაგემოვნების გარდა, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალი ინფორმაციის მიღებას, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების გამოცდას, მეღვინესთან უშუალო ურთიერთობას, ღვინის დაყენების წესის გაცნობას, ტრადიციული კერძების გასინჯვასა და სხვადასხვა ინტერაქტიულ ღონისძიებებში თანამონაწილეობას. 

ელენე ბუხაიძემ და ლევან ჩუბინიძემ აღნიშნეს, რომ ენოტურისტული ობიექტების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტია ადამიანური რესურსების განვითარება. ამისათვის მარნებმა მომსახურე პერსონალი უნდა შეარჩიონ იმ ნიშნით, თუ რამდენად არიან ისინი სტუმართმოყვარენი; რამდენად აქვთ გამომუშავებული მოთმინების უნარი, არიან თუ არა დაუზარელნი, გულისხმიერნი და, რაც მთავარია, რამდენად პატივს სცემენ ისინი იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან. 

პერსონალური დამოკიდებულებებისა და უნარების გარდა, მომხსენებლებმა შეაჯამეს ის კონკრეტული ცოდნა და კომპეტენციები, რაც უნდა ჰქონდეს ღვინის ტურიზმის მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, მაგალითად, ჯავშნის მიღება, გადახდის სიზუსტე და სხვ. ასევე, ისაუბრეს მაღალი დონის მარნის ინფრასტრუქტურულ გარემოზე - ენოთეკა, ეთნოგრაფიული კუთხე, სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის საცავი ან მაცივარი, შესაბამისი აღჭურვილობა (სხვადასხვა ტიპის ჭიქები, ღვინის გასახსნელი, დეკანტერი და სხვ.), სპეციალური ბეჭდური მასალა (ინფორმაციული ფლაერი, ბიზნეს-ბარათი, ღვინისა და კერძების მენიუ და სხვ.).

მსოფლიოში ღვინის ტურიზმი ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მზარდა მიმართულებაა. ამდენად, ტურისტული კომპანიების დიდი ნაწილი ორიენტირებულია კლიენტებისთვის ამგვარი პროდუქტების შეთავაზებაზე. მომხსენებლებმა გააანალიზეს სახელმწიფოსა და ტურისტულ კომპანიებთან მარნების გადაკვეთის ველები და თანამშრომლობის წესები. დეტალურად განიხილეს ის ჩარჩო დოკუმენტები, რომლებიც ამ ურთიერთობის წესებს არეგულირებს. 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ღვინის კლუბის წევრები, ასევე - მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო



Hi, there is my valentine day site good valentines date ideas inexpensive valentine day gifts valentines gift delivery for him http://valentine.shop.yopoint.in/?profile.parker valentines projects for preschoolers valentine spa specials jill valentine sex things for valentines the best valentines day ideas

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.