- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
- ველეულას ბრენდი 2021 წელს დავაარსეთ და განსხვავებული კონცეფციით,1.5 ლიტრიანი ბოთლებით მხოლოდ ონლაინ ვყიდით და ადგილზე ვაწვდით სასურველ ღვინოს მომხმარებელს; ჩვენი მიზანია ხარისხიანი, ბოთლის ღვინო უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ჩვენი ვენახები ხვანჭკარის მიკროზონაში ძირაგეულში, ლაზმაურის ფერდობზე და საკეციაშია; გაშენებული გვაქვს ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული თეთრა, რაჭული მწვანე; ასევე ექსპერიმენტის სახით ჩვენს ვენახებში გავაშენეთ უსახელაური; ჩვენმა უსახელაურმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მომხმარებლების ასევე სომელიების მხრიდან;
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ამ მომენტისთვის 13 სახეობის ღვინო გვაქვს, რაჭა-ლეჩხუმის და იმერული ჯიშების; ჩვენი მეღვინის ექსპერიმენტით შეიქმნა ჩვენი ერთერთი ბესტსელერი მშრალი ღვინო ვერველევი, რომელიც რაჭული მწვანეს და ცოლიკაურის კუპაჟია; სახელი ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა შეუჩია, როგორც ვერშესალევი ღვინო;
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე ჩვენი ღვინოები 1.5 ლიტრიანი ბოთლებით მხოლოდ ონლაინ იყიდება და ადგილზე ვაწვდით მომხმარებლებს; პირველი კლიენტი დღესაც ჩვენი ერთგული მომხმარებელია და ხშირად უკვეთავს თავისთვის თუ სასაჩუქრედ ჩვენს ღვინოებს;
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჩვენი ღვინოები ექსპორტზე ეინშენთ ველის სახელით გადის. უკვე გავიტანეთ ამერიკაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში;
- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- ტარის და სახარჯი მასალების სიმწირე და შესაბამისად მაღალი ფასი.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა მცირე მარნებისთვის ფართო ბაზარზე გასასვლელად;
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ღვინის წარმოებაში
მარნის მისამართი: ამბროლაური, სოფ. ძირაგეული
ტელეფონი: 598424250
ელფოსტა:info@veleula.ge
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://veleula.ge/
https://www.facebook.com/VeleulaWine
თქვენი კომენტარი