Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გულბაათ ჭავჭავაძე, ვაცლავ ნეკი, ფრანსუა ენდიტი და სხვები

ლევან სეფისკვერაძე


იმ ქვეყნებში, სადაც ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია არსებობს, საქართველოს მსგავსად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სმის კულტურასაც, რაც პირველ რიგში, იმაში გამოიხატება, რომ თუნდაც დიდი რაოდენობით ღვინის სმის შემდეგ მისი ატანა ყველგან საამაყო და ვაჟკაცურ საქმედ ითვლება.

ღვინის დაყენების ისეთ ძველ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად: საფრანგეთი, ჩილე, პორტუგალია, ფლანდრია (ბელგია) და იტალია, თითოეული სამარკო ღვინის კატალოგის გაცნობისას აღმოაჩენთ იმ ადამიანთა სახელებსა და გვარებს, რომლებმაც ეს ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით შესვეს და ამისთვის მათ ამ ღვინოების მწარმოებელმა ფირმებმა, სიცოცხლის ბოლომდე ღვინის უფასოდ სმის უფლება მისცეს.

ეს ადამიანები, დღეს ამა თუ იმ სამარკო ღვინის არსებობის ერთგვარი სიმბოლოებიც კი გახდნენ. ისინი ევროპისა თუ ამერიკის ღვინის მოყვარულებში ლეგენდარულ ადამიანებად იქცნენ და მათ შესახებ უამრავი საინტერესო ისტორია არსებობს.

ყოველივე ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში თითქმის არავინ იცის ცნობილი ქართველი თამადების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთს რამდენიმე ათეული ლიტრი ღვინის დალევაც კი შეეძლო ერთ ჯერზე. ჩვენ გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ საინტერესო ისტორიებსა და ლეგენდებს მსოფლიოში სახელგანთქმულ მსმელებსა და თამადებზე.

პარიზელი ლოთი მუსიკოსი


საფრანგეთის პროვინცია ჟირონდაში, რომელიც მსოფლიოში უნიკალური ვაზის ჯიშებითაა ცნობილი, ორ საუკუნეზე მეტია გამოდის ღვინო სამარკო სახელითეჟელბელ”. ეს ღვინო თავისი სიძველის მიუხედავად ერთ-ერთ ყველაზე იაფ ღვინოდ ითვლება და მისი ხელმისაწვდომობის გამომეზღვაურთა ხსნასეძახიან.

19- საუკუნის პარიზში ცხოვრობდა ათლეტური აღნაგობის ცნობილი ქუჩის მუსიკოსი ფრანსუა ენდიტი, რომელსაც მეტსახელადგაუმაძღარ ენდიტსაცეძახდნენ. ერთხელ, რომელიღაც მუსიკის მოყვარულმა მდიდარმა პარიზელმა, ფრანსუა ედიტი თავის სასახლეში მოწყობილ წვეულებაზე წაიყვანა დასაკრავად და ამ გარჯისთვის მას, იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 70 ფრანკი გადაუხადა. რა უნდა ექნა ამ დროსგაუმაძღარ ენდიტს”? მას ბევრი არ უფიქრია, ადგა და უახლოეს იაფფასიან რესტორანს მიაშურა, სადაც 19 ლიტრიეჟელბლისღვინო დალია და იმის ძალა კიდევ შერჩა, გამვლელი ეტლი თვითონ გაეჩერებინა და შინ დაბრუნებულიყო. როცა ეს ამბავიეჟელბლისმეპატრონემ შეიტყო, ფრანსუა ენდიტს უფლება მისცა სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ ესვა მისი ქარხნის წარმოებული ღვინო და ამის აღსანიშნავად სპეციალური მარკის ღვინოც კი გამოუშვა სახელწოდებითლოთი მუსიკოსი”.

ლუდის სმისმამაონიენი


მაშინ, როდესაც პარიზი ფაშისტური გერმანიის ხელში იყო და მთელი ევროპა დაპყრობის საფრთხის წინაშე იდგა, რაიხის ოპერატიული დივიზიის მეთაურმა, ვინმე თეო შტაინერმა გადაწყვიტა მთელი ევროპისთვის დაემტკიცებინა, რომ გერმანელები სხვა ყველაფერთან ერთად ქეიფშიც პირველები იყვნენ. შტაინერმა პარიზის ცენტრში დიდი ზეიმი მოაწყო, სადაც სპეციალური კონკურსი გაიმართა გერმანული ლუდის სმაში. ერთ-ერთი პირობის თანახმად, კონკურსის მონაწილეებს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. წესის დამრღვევს წაგებად ჩაეთვლებაოდა.

ისევე, როგორც რაჭველზე უკეთ არავინ იცისხვანჭკარასდაუთრობლად დალევის ტექნოლოგია, რაღა თქმა უნდა ბავარიული ლუდის სმაში გერმანელ ჯარისკაცებს უნდა ეჯობნათ ფრანგებისთვის, მაგრამ პარიზელმა მეწაღემ, ვინმე ონიენიმ პირღია დატოვა კონკურსის მონაწილენი, როდესაც ერთი შეხედვით ადამიანისათვის შეუძლებელი რაოდენობა - 16 ლიტრი ლუდი დალია. შეგახსენებთ, რომ საუბარია გერმანულ ლუდზე, რომელიც გრადუსითა და სიმძიმით ძალიან მცირედით თუ ჩამოუვარდება ღვინოს.

გაოცებულ გერმანელებს, ისღა დარჩენოდათ, დამარცხება ეღიარებინათ. ლუდის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი გერმანული ლუდიპარიზელი შუმახერი” (პარიზელი მეწაღე) კი სწორედ მის საპატივცემულოდ შეიქმნა.

ლიეჟისმაგიური ძალა


ბელგიაში დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს შუშხუნა, .. საშამპანურე ღვინოები, რომელთა დიდი რაოდენობით სმა რომ არ შეიძლება, ყველამ კარგად უწყის. ყველა ჭეშმარიტი ფლანდრიელი, რომელიც სოფელში ცხოვრობს (მიწათმოქმედებას რომც არ მისდევდეს), თავს ვალდებულად თვლის, ასეთი ყურძნის ჯიშები სიმბოლურად მაინც დარგოს საკუთარ ეზოში. 1908 წელს კი, ფლანდრიელებს დაახლოებით ისეთივე რამ დაემართათ, რაც წინა ისტორიაში ლუდის მოყვარულ გერმანელებს.

უძველესი ფლანდრიული ღვინოლიეჟიძალიან მოეწონა იმ წელს ბელგიაში ჩასულ პოლონური დიპლომატიური კორპუსის რიგით წევრს ვიცლავ ნეკას, რომელმაც საკუთარი ხარჯებით ახალდამეგობრებულ ფლანდრიელებთან ერთად დიდი სუფრა გაშალა და ვერ გეტყვითდაშლა-არმოშლისსადღეგრძელო არ გამოუტოვებიაო, მაგრამ ფაქტია, რომლიეჟისსმაში რეკორდი დაამყარა. მან ზუსტად 13 ლიტრი ღვინო დალია, რაც შუშხუნა ღვინის სმაში უდავო რეკორდია, რადგან ასეთი ღვინის 2-3 ლიტრის მიღების შემდეგ ადამიანი გაზებით იბერება. ეს პოლონელი სამართლიანად ითვლება უძველესი ფლანდრიული რვინის სმის პირველ რეკორდსმენად

ბრძოლა მეფის საჩუქრისათვის


ესპანეთში დღემდე ფიქრობენ, რომ მათი ქვეყნის პროვინცია ხერესი, ღვინის სამშობლოა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, სადავო საკითხია და მათ ამტიტულსმრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც ეცილება. ახლა გიამბობთ მეტად საინტერესო ისტორიას, რომელიც ხერესის პროვინციაში ღვინის ერთ-ერთი სახეობისვერინასგაჩენას უკავშირდება.

აი რას ვკითხულობთ 2007 წელს დაბეჭდილვერინასმარკის ბოთლზე: მე-18 საუკუნეში ესპანეთის მეფემ ბრძანა: “ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეძლებს სარდაფიდან 15 ლიტრიანი ღვინის კასრის ამოტანას და მადრიდის ცენტრალურ ქუჩამდე სიარულის დროს მის დალევას, ამ ადამიანს მეფე გადასცემს ხერესის პროვინციის საუკეთესო მიწებს. იმ პერიოდში მიწა ნებისმიერ ქონებაზე მეტად ფასობდა და რა გასაკვირია, რომ მეფის გასართობ იდეას მრავალი მოხალისე გამოეხმაურა. მათ შორის აღმოჩნდა სამეფო გვარდიის მებრძოლი, უზარმაზარი ტანის ადამიანი ალფონსო ვერინა. მან ერთადერთმა გაართვა თავი მეფის დავალებას და კუთვნილი მიწებიც მიიღო.”

ვერაფერს იტყვი. მართლაც დაუმსახურებია ალფონსო ვერინას ის, რომ დღეს მისი სახელობის ღვინის ერთი ბოთლი 25 ევრო ღირს.

ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე


სადაც ამდენი ვისაუბრეთ გამოჩენილ ევროპელ მსმელებზე, ისე როგორ იქნება, რომ ლეგენდარული ქართველი მსმელი და თამადა არ ვასხენოთ. ასეთი ჩვენს ქვეყანაში უამრავი იყო და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვიჭირდა მათ შორის რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ №1 ქართველ მსმელად მაინც კახელი თავადი გულბაათ ჭავჭავაძე მიგვეჩნია. გულბაათის სახელი ევროპელ მსმელებისგან განსხვავებით, არც ერთ სამარკო ღვინის ბოთლზე არ წერია, მაგრამ ეს ადამიანი თავისი საოცარი მონაცემებით ალბათ ნებისმიერ ევროპელ ღვინის მოყვარულს გააოგნებს.

გადმოცემის თანახმად გულბაათ ჭავჭავაძეს ერთ ქეიფში 25 ლიტრი ღვინის დალევა შეეძლო. იგი სმას თურმე 3 ლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა (“მოთელვისმიზნით) და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას სუფრა მაგიდის რომელიმე თანამეინახეზე ადრე დაეტოვებინოს.

გულბაათს საკუთარი უზარმაზარი ვენახები ჰქონდა, რომლის თითიეულ რიგზე დარგულ ვაზებს, ცალკეული დღეობების სახელები ერქვა. ანუ, ჭავჭავაძის ოჯახში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა დღესასწაულზე სწორედ იმ ღვინოს სვამდნენ, რომელი დღესასწაულის სახელზეც ვენახის რიგი უნდა დაკრეფილიყო.

ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიგულბაათ ჭავჭავაძეგვამცნობს იმ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც გულბაათი დათვრა ძალიან უცნაურ და დაუჯერებელ ვითარებაში. ლექსის თანახმად, გულბაათ ჭავჭავაძემ ერთ-ერთ მორიგ სუფრაზე, როდესაც ყველა თანამესუფრე დაათრო, დაიჩივლა: “ამდენი მისვამს და დიდ სმაში ჭინჭილა (დაახლოებით ჭიქის ზომის სასმისი) არ დამილევიაოდა სწორედ ამ ჭინჭილამ წააქცია ლეგენდარული კახელი თამადა. გულბაათ ჭავჭავაძეზე ლეგენდებს დღესაც ბევრს გაიგებთ. ეს საოცარი ადამიანი, მართლაც პირველი ქართველი მსმელი იყო!

© Presa.ge

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული