Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსული პროდუქციის ბოიკოტი გრძელდება

უკრაინაში პუტინის ძალადობრივი შეჭრის მერვე დღეს, როდესაც ქალაქები ისევ იბომბება და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, პოლიტიკური სპექტრი პუტინის რუსეთის შეკავებას სხვადასხვა გზით ცდილობს. ამის ფონზე, ალკოჰოლური სასმლის ბაზარი მთელი მსოფლიოს გარშემო რუსული პროდუქტის ბოიკოტსა და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

ილინოისის შტატის ალკოჰოლური სასმლის იმპორტიორები უარს ამბობენ რუსული პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებაზე. ერთ-ერთი მათგანი კომპანია „ბრუნდოს“ წარმომადგენელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, აცხადებს, რომ ამაყობს თავისი წარმომავლობით. ფინანსური დანაკარგის მიუხედავად, გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებს და უკრაინული პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებას გეგმავს. ის ასევე ამბობს, რომ უკრაინულ სასმელზე მოთხოვნა ბოლო დღეების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა. მის ინიციატივას არაერთი რესტორანი თუ ალკოჰოლური მაღაზია უერთდება. რუსულ პროდუქტზე უარის თქმასთან ერთად, დაიწყეს უკრაინული ნაწარმის შეძენა. ასევე სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, ცდილობენ მომხმარებლებს დაანახონ სხვაობა უკრაინულ და რუსულ დასახელებებს შორის, რადგან მათ ხშირად მსგავსი ჟღერადობა აქვთ.

რუსული პროდუქციის გაყიდვას წვეტს Chuck’s Wine & Spirit. ეს კომპანია უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატად არამხოლოდ რუსული, არამედ ბელორუსული პროდუქტის გაყიდვაზეც ამბობს უარს. მფლობელის თქმით, იგი იაზრებს იმ ეკონომიკურ, ზიანს რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვნად არ მიაჩნია, რამდენადაც უკრაინის მხარდაჭერა. იგი ასევე ცდილობს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ მომხმარებლამდე მიიტანოს. პარალელურად კი უკვე მუშაობენ ალტერნატიული პროდუქციის მობილიზებაზე.

ვისკონსინის შტატის ღვინისა და არყის ორი მთავარი გამყიდველი კომპანიაც  რუსული წარმოების ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვაზე უარს აცხადებს. 27 თებერვალს თავიანთ ოფიციალურ გვერდზე მათ გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც წერია, რომ ისინი აღარ გაყიდიან რუსული ნაწარმს.

როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არამხოლოდ მათი სურვილი, არამედ მომხმარებლების მოთხოვნაც იყო. შტატის სხვა კომპანიებიც უერთდებიან მათ ინიციატივას. ასევე, იუტასა და ნიუ ჰემფშირის გუბერნატორებმა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ალკოჰოლური მაღაზიები რუსულ არაყს აღარ გაყიდიან.  

რომის ცნობილმა ალკოჰოლური სასმლის მაღაზია Barnabei უარს ამბობს რუსული არყის გაყიდვაზე. იმის მიუხედავად, რომ ეს პროდუქტი მათი წლიური ბრუნვის 25%-ს შეადგენს, ომის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმა გაცილებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

© საქართველოს ღვინის კლუბი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული