Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახი ფარეშიშვილი, კახის ღვინო, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (55)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ღვინოს ოჯახში ყოველ წელს ვწურავდით. 2017 წელს გადავწყვიტეთ აგვეშენებინა მარანი და ღვინო მამა-პაპურად ქვევრში ჩაგვეწურა. ჩვენი მიზანი და სურვილი იყო გაგვეცოცხლებინა ძველი ტრადიციები.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გვაქვს პატარა ვენახი სოფელ თოხლიაურში, სადაც ახალშენია კახური მწვანის, ასევე იგეგმება გაზაფხულზე ხიხვის და სიმონასეული წითელის გაშენება. ინტერესი გვაქვს გრძელმტევანასა და კახური მცვივანის ჯიშებიც გავაშენოთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

  ამ ეტაპზე ბოთლებში ჩამოსხმული გვაქვს საფერავი და რქაწითელი, რომლებმაც ქვევრის საერთაშორისო კონკურსზე დაიმსახურეს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი გამოცდილება გაყიდვებთან დაკავშირებით მივიღეთ ახალი ღვინის ფესტივალზე. "კახის ღვინო" თითქმის ყველა ღონისზიებაზე იღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე რამდენიმე ღვინის ბარსა და მაღაზიაში გვაქვს შეტანილი ჩვენი ღვინო.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჯერჯერობით არა, მომავალში იგეგმება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მეტი ლიტერატურა უნდა იყოს მეღვინეობის თემაზე. ასევე ინფორმაციის მოძიების და გაცვლის სქემა, შეხვედრები და ლექციები გამოცდილ მეღვინეებთან.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარება, რომელიც ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

წარმატებები, წარმატებები და კვლავ წარმატებები...

მარნის დასახელება: "კახის ღვინო",

მისამართი: თბილისი, გლდანი, ზ. მაისურაძის ქ. #4ბ.

ტელეფონი: (+995)577208495; 555403106.

ელფოსტა: qvevriwinekm@gmail.com

ვებგვერდი: კახის ღვინო km qvevriwine

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული