– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– გურიისთვის დამახასიათებელი ღია მარანი ოდითგან გვქონდა, 2017 წელს კი დავიწყეთ ახალი მარნის მშენებლობა
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– გაშენებული გვაქვს: ჩხავერი, ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, მტევანდიდი, კამური, ბადაგი, მტრედისფეხა, ჭუმუტა, ცოლიკაური.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ვაწარმოებთ 5 დასახელების ღვინოს: ჩხავერი ქარვისფერი, ჩხავერი ვარდისფერი, ალადასტური წითელი, ჯანი-სხილათუბანი წითელი, ცოლიკაური ქარვისფერი.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– ჩვენი ღვინის პირველი გაყიდვები უკავშირდება ნატურალური ღვინის ბარს ღvinoUnderground-ი, ეს იყო 2014 წელი.
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– უკვე 2 წელია ჩვენი ღვინოები იყიდება აშშ-ში და საკმაოდ წარმატებით.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– მთავარია გვიყვარდეს რასაც ვაკეთებთ, სირთულე ბევრი გვქონია (უფრო ფინანსური).
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– აუცილებელია: 1. სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტი მხარდაჭერა საოჯახო მარნების და მცირე მეურნეობებისთვის როგორც ფინანსურად ასევე განათლების კუთხით. 2. ქართული ვაზის გენოფონდის, ჯიშური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, ჯერ კიდევ პრობლემურია იშვიათი ჯიშების შეძენა და გაშენება.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– ვაზის სიყვარული + განათლება + პატიოსნება.
მარნის დასახელება: კობიძეების მარანი
მარნის მისამართი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. ერკეთი
ტელეფონი: 591 551895, 591 918015
ელფოსტა: kobidzeebi@gmail.com
ფეისბუკ გვერდი: Facebook – Davit Kobidze
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი