Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩვენი მევენახეობის შესახებ

სტატია გამოქვეყნდა: // მეურნე. - 1888. - N20. - გვ.2-3. იბეჭდება შემოკლებით.

...ამას გარდა, რამდენიმე მსწავლულის აზრით, მაგ. კავკასიიდგან, გადაუტანიათ ევროპაში და ამ გვარად კავკასია ვაზის სამშობლო ადგილად ითვლება, მაგრამ, სამწუხაროთ, ამ ჟამად ჩვენ ქვეყნაში უფრო ნაკლები ვენახებია, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც ჩვენგან გაიტანეს ვაზი და იმისი მოვლა-მოშენების წესები.

ამასთანავე ის გარემოებაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვენახი კავკასიაში იმოდენა შემოსავალს და სარგებლობას არ აძლევს, რასაც უნდა აძლევდეს და, რასაც უკვე იღებენ სხვა ევროპიელი ვენახებიდგან.

ერთი ამისთანა საშუალებათაგანი, რომ მევენახეობისაგან ჩვენმა ქვეყანამ უმეტესი სარგებლობა მიიღოს, ვენახების რიცხვის მომატებისა და ვაზის უკეთ მოვლის გარდა ის არის, რომ გამორჩეული, უკეთესი თვისების ვაზი გაამრავლონ. როგორც ვიცით, ამ უკანასკნელს გარემოებაზედ ყურადღება მიაქციეს კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე იმით გათავდა, რომ ზოგიერთმა მევენახემ რამდენიმე ფრანგული ჯიშის ვაზი გამოიწერეს, ხოლო ამ ჯიშების გავრცელებამდის-კი ვერ მიაღწიეს. ამის მიზეზი იქნება ისიც იყოს, რომ, იმას აღარ კითხულობდნენ და ტყობილობდნენ, შეუძლიან თუ არა ამ ვაზმა იხეიროს ახალ მიწაში და ჰავაში. ბევრად უკეთესი იქმნებოდა მიემართათ ადგილობრივი ჯიშებისათვის, და იქნება იმისთანა ჯიშები ეპოვნათ, რომელნიც უფრო უკეთესად მოშენდებოდნენ იმ ადგილებში და, თუ კარგადაც და გაუმჯობესებული წესებით მოუვლიდნენ, იქნება ძალიან დიდი სარგებლობაც მოეტანა. ამიტომაც პირველი და უმთავრესი საგანი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და რომელსაც ჩვენთ მეურნეთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არის, რომ ყველა ის ჯიშები, რომელნიც ჩვენში არსებობენ, შესწავლილნი იყვნენ და უკეთესნი გამოარჩიონ და გაავრცელონ.

გიორგი ბარისაშვილის ფოტო

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული