Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატლეტი ესპანურად

საჭირო მასალა: 500 გ საქონლის ფარში, 150 გ ბეკონი, 1 თავი ხახვი, 100 გ კედრის თესლი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 500 გ თეთრი პურის გული, 250 გ რიკოტა ან ნადუღი, 25 გ პარმეზანი ან სხვა მაგარი ყველი, 1 ლიმონის ცედრა, 1 ცალი კვერცხი, ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან დავნაყოთ. კედრის თესლი მსხვილად დავფქვათ. მწვანილი წვრილად დავჭრათ, რიკოტა ჩანგლით დავჭყლიტოთ. ზეთში მოვშუშოთ ხახვი და კედრის თესლი, დავუმატოთ ნიორი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჯამში ავურიოთ კვერცხი, მწვანილი, რიკოტა, პარმეზანი, ლიმონის ცედრა და დაფხვნილი პურის გული, დავუმატოთ ხორცის ფარშს მოშუშულ ინგრედიენტებთან ერთად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ფარში კარგად მოვზილოთ და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ფარშისგან გავაკეთოთ ბრტყელი კატლეტები, გავახვიოთ ბეკონის ფენებში და საჭიროების შემთხვევაში ხის ჩხირებით შევკრათ. კატლეტები გაცხელებულ ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან შევწვათ, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული 10 წუთის განმავლობაში შევწვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული