Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

აზრი მეღვინეობის განვითარებაზე

ნიკო ნიკოლაძე 

ეს მცირე ნაწილია იმ წერილისა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ 1909 წელს შედგენილ ქუთაისის მეღვინეთა საზოგადოების წესდებას წარუმძღვარა. მას მერე თითქმის საუკუნე გავიდა, ქვეყანაც შეიცვალა, წყობაც, მევენახეობა-მეღვინეობის დარგიც წინ წავიდა და, წესით, ახლა სხვა პრობლემები უნდა ჰქონდესხ მაგრამ დაკვირვებული მკითხველი საუკუნისწინანდელ სატკივარსა და დღევანდელობას შორის ბევრ საერთოს იპოვის: „და ეს იქნება მანამდი, სანამ არ დაარსდება ჩვენში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც შეაკავშირებს ჩვენს მეურნეთ ამა თუ იმ სახით და შექმნის მათგან ისეთ ძალას, რომელსაც მსხვილი მიწათმბლობელობაც კი ვერ აჯობებს" - წერს ნიკო ნიკოლაძე.

ქუთაისის გუბერნიაში არც ერთი დარგი მეურნეობისა არ განიცდის ისეთ ცუდ მდგმარეობას, როგორსაც მეღვინეობა. მეღვინეობა ჩვენში მომდინარეობს თითქმის ნოეს დროიდან და მას მშრომელთა ცხოვრებაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ყოველთვის და ახლაც უკავია.

ოფიციალური ცნობებით, 1909 წელს ვენახით მოშენებული მამულის რაოდენობა უდრიდა 20.314 დესეტინას, ყურძნის მოსავლისა – 3.178.404 ფუთს, ხოლო ღვინოსი – 2.469.540 ვედროს და გამოხდილი სპირტისა კი 944.333 გრადუსს. წინანდელი წლების ცნობები გვიჩვენებენ, რომ 1906 წელს ყურძნის მოსავალი უდრიდა 3.355.840 ფუთს, 1907 წელს 4.426.604 ფუთს და 1908 წელს – 4.015.841 ფუთს.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ ცნობებ- ში სავსებით კიდევ როდი გამოიხატება ყველაფერი, მაგრამ აქედანაც აშკარა ხდება, რომ ვენახით მოშენებული მამულის, ისე ყურძნის მოსავლით ჩვენს გუბერნიას მეორე ადგილი უკავია მთელს იმპერიაში.

მეორე ოფიციალური წყაროს ცნობებით, მეურნეობის როლი ჩვენს თვალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ხასიათსა ღებულობს: ჩვენს გუბერნია- ში 70.260 მეღვინეა, მაშინ როცა თბილისის გუბერნიაში, საცა ვენახს ქვეშ დაკავებულია იმდენივე მამული, რამდენიც ჩვენს მხარეში, მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია, 42.807.

ცხადია, ჩვენებური მეურნისაგან, - რომლის განკარგულებაშია საშუალოდ მხოლოდ დესეტინის ერთ მესამედზე ნაკლები სავენახე მამული – არ მოითხოვება, რომ მან კარგი ხარისხის ყურძენიც მოიყვანოს, ღვინოც კარგი და მასთან, თანამედროვე ტექნიკითაც ისარგებლოს და მოაწყოს როგორც რიგი და წესია კარგი ღვინოს გაკე- თებისა, მისი დაძველება-შენახვისა და გადატანის საქმე, რომ მისი ნაწარმოები კარგ ფასში გასაღდეს იქ, სადაც იმაზე დიდი მოთხოვნილებაა.

გამოცდილება ამტკიცებს, რომ მოწინავე ქვეყნებშიც შეუძლებელია მეღვინეობის კარგათ დაყენება კერძო მეღვინეთაგან, თუ მათს განკარგულებაში არაა ფართე სავენახე მამული და, მასთან საკმაოდ დიდი კაპიტალი ან კრედიტი. წვრილი მეღვინისათვის კი შესაძლოა მარტო ყურძნის მოყვანა და მისი ან მისგან დაყენებული ღვინის დაუყოვნებლივი გაყიდვა. ყურძნის წვენისაგან ასეთი ღვინოს მისაღებად, რომელიც ატარებს შენახვას და გადატანას – საჭიროა, რომ ეს წვენი შენახულ-დაძველებული იქნას არა ნაკლებ სამი წელისა, ისეთ სარდაფსა ანუ მარანში, სადაც ზამთარზაფხულ ჰაერის სითბო არ უნდა სცილდებოდეს – არც ზევით და არც ქვევით – რეომიურის 10-12 გრადუსს.

ასეთი სარდაფის გამართვა კი ძვირათ ჯდება – რა გინდ პატარა არ უნდა იყოს იგი, მისთვის საჭიროა მაინც რამდენიმე ათი ათასი მანეთი. ეს კი მოსახერხებელია მდიდრისათვის, და არ ისეთი ტიპის მეურნისათვის, რანაირებთანაც ჩვენ გვაქვს საქმე ქუ- თაისის გუბერნიაში.

ქუთაისის გუბერნიაში ძლიერ იშვიათია მსხვილი მიწათმფლობელობა და მევენახეობა, ამიტომაც არის, რომ ჩვენში მეღვინეობის განვითარება დღესაც პირველყოფილ სტადიას განიცდის. და ეს იქნება მანამდი, სანამ არ დაარსდება ჩვენში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც შეაკავშირებს ჩვენს მეურნეთ ამა თუ იმ სახით და შექმნის მათგან ისეთ ძალას, რომელსაც მსხვილი მიწათმბლობელობაც კი ვერ აჯობებს. მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლო, რომ ჩვენი ყურძნის წვენისაგან ნამდვილი ღვინო დადგეს და იგი ყველგან ფასობდეს და მწარმოებლის შრომას ყოველთვის ამართლებდეს.

იმიტომ, რომ ჯერ ასეთი ორგანიზაცია ანუ საზოგადოება არ არსებობს, დღეს – როგორც ზემო აღნიშნული ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, ჩვენი მევენახე ღებულობს ფუთ ღვინოზე 80 კაპიკიდან - 2 მანეთამდე, უმეტესად ახალი ფუთი ღვინო 1 მანეთიდან 1,5 მანეთამდე, და თუ მისი გაყიდვა არ მოხერხდა პირველ თვეებ- ში, დათბობამდე, აპრილ-მაისამდე იგი მჟავდება და ფუჭდება. შორს გასაგზავნად ასეთი ღვინო არ ვარგა, თუ მასში არ გაერია სპირიტი. ასეთ პირობებში ღვინოს შენახვა-დაძველებაზე, მით უფრო რამდენიმე წლის განმავლობაში, ლაპარაკიც ზედმეტია.

რუსეთის სხვა კუთხეებთან შედარებით, სახარბიელო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და ეს იმიტომ, რომ დღემდი მევენახეობა-მეღვინეობას არ შეჰხებია მსხვილმრეწველთა ხელი, რამაც ფეხზე დააყენა და საუცხოვოთ განავითარა მეურნეობის ეს დარგი არამცთუ მარტო საფრანგეთსა და იტალიაში, არამედ ყირიმსა და კახე- თის საუფლისწულო მამულშიც.

მევენახეობისათვის საუცხოვო პირობებით ბუნებას უხვად დაუჯილდოვებია ჩვენი მხარე: მზის სხივთა სიუხვე, ზღვასთან სიახლოვე და სხვა გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებით ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩება არცერთ რუსეთის მხარეს და თვით საფრანგეთსაც, ჟირონდოს მიდამოთა გამოკლებით /ბორდო-ლაფიტიდან ვიდრე გრავის ყურემდე/.

სარდაფის გაკეთება, მისი მორთვა გაუმჯობესებული იარაღებით და საუკეთესო ჭურჭლებით, გადასასხამი და გადასაგზავნი მოწყობილობები, საცივადო განყოფილებანი, საცდელი ლაბორატორიები და სხვა, აი რაებია სა- ჭირო ჩვენში მეღვინეობის განსავითარებლად. საჭიროა ამისათვის დიდი დანახარჯების გაწევა. შეუძლებელია ჩვენებური ღვინოსათვის ფართე ბაზრის მოპოვება და მისი გაყიდვა ხელსაყრელ ფასებში მანამდი, სანამ ჩვენ- ში მეღვინეობის საქმე არ დაეყრდნობა მეცნიერულ საფუძვლებზე, რომ ისეთის ნდობით მოეპყრას მას მომხმარებელი, როგორც საფრანგეთისა ანუ რეინის ცნობლი მარკების ღვინოს.

ამის გაკეთება კი წვრილი მიწათმბლობელობის მხარეში შეუძლებელია ვინიფიკაციის კოლექტიური ფორმის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი კოლექტიური ძალითაა შესაძლო ჩვენ- ში რკინა-ბეტონით გარს შემორტყმული მინის რეზერვუარების დადგმა და მათი საშუალებითა და დახელოვნებული სპეციალისტების ხელმძღვანელობით კარგი ღვინოს დაყენება და მისი შენახვა-დაძველება შესაფერის სარდაფებში. უამისოთ შეუძლებელია ღვინოს საიმედო საქონლად ქცევა, რომ მან გადაიტანოს შენახვა და შორეულ ქვეყნებს გადაგზავნა.

რაღა გავაგრძელოთ: ნათქვამითაც ცხადია, რომ მეღვინეობის განსავითარებლად აუცილებლად საჭიროა მეღვინეთა საზოგადოების დაარსება. სამი წლის განმავლობაში ასეთ სარდაფში ფუთი ღვინოს შენახვა /წლიურად 40 ათასი მანეთიანი გასავლით/ დაჯდება არა უმეტეს 46 კაპიკი, ძირითად თანხაზე წლიური 7% და პროცენტების პროცენტებიდან თითო ფუთ ღვინოს მოუწევს 33 კაპიკი და ბოლოს, თითო ფუთზე გაცემულ ორორ მანეთის პროცენტები და პროცენტების პროცენტები შეადგენს 35 კაპიკს. ამნაირათ, ფუთი ღვინოს დაძველება დაჯდება სულ 1,14 მანეთი. მივუმატოთ ამას პირვანდელი სესხის სახით მისაცემი თუნდ 2 მანეთი და ჩვენ მივიღებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს ძირითად ღირებულებას: ფუთზე 3 მანეთზე ცოტა მეტს ან ბოთლზე 13 კაპიკს. რამდენიც არ უნდა დავაყენოთ ასეთი ღვინო, მას ყველგან სიამოვნებით გაასაღებენ 50-40 კაპიკად, მაგრამ ჩვენ რომ 25 კაპიკი ვიანგარი- შოთ, მაინც დავარჩენთ ბოთლზე 9 კაპიკს ან ვედროზე 9 აბაზს.

და აი აქ იმარხება ეკონომიკური ძარღვი კოლექტიური ვინიფიკაციისა: კარგი ღვინის დაყენება, მასზე საგარანტიო აპერაციების შემოღება, ჩვენებური ყურძნის წვენიდან საიმედო საქონლის მიღება და მისთვის ხელსაყრელი ბაზრების მოპოვება, ერთის მხრივ დიდათ შეუწყობს ხელს ჩვენი სოფლის კულტურულ-ეკონომიკურ აღორძინებას და, მეორეს მხრივ, რუსეთის მომხმარებელსაც გაუადვილებს პირველ ხარისხოვან ყურძნისაგან დაყენებული ღვინოს იაფად მიღებას 30- 50 კაპიკს ბოთლს, მაშინ როდესაც დღეს ისინი ნაკლების ხარისხის ღვინოზე 2-3-ჯერ მეტს იხდიან...

ნამდვილი წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობებით, საჭირო სარდაფისა ანუ მარნის აშენება ქუთაისში და მისი მორთვა გაუმჯობესებული იარაღებითა და ჭურჭლით დაჯდება – ქუთაისში 2 დესეტინითა, ხოლო ყვირილაში საწყობისათვის საჭირო ათი დესეტინა მიწით – 400 000 მანეთი. საწარმოვო თანხით სამი წლის განმავლობაში საჭიროა 100 000 მანეთი. მობარებულ ღვინოზე სესხის გაცემის მთელი აპერაციის დამყარება საგარანტო სისტემაზე, რომლის საშუალებით ღვინოს პატრონისათვის სესხის მისაცემათ არაა საჭირო საკუთარი თანხის შედგენა /სესხს ბანკები იძლევიან საქონლის საწყობების შესახებ არსებული კანონებისა/.

ასეთი წესით საზოგადოებისათვის სავსებით საკმაოა 500 000 მანეთი, რომელ თანხიდანაც საშუალოდ ირიცხება ერთი მეხუთედი, ხოლო ოთხი მეხუთედით, ე.ი. 400 000 მანეთი, შენდება სარდაფი, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებიდან 300 000 ფუთ ღვინოსათვის საგარანტო თანხის მიღებას.

უმთავრეს სარდაფის აშენება განზრახულია ქუთაისში – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურია-სამეგრელოს ბუნებრვი ცენტრში. მაგრამ საზოგადოების დანიშნულება როდი განისაზღვრება მარტო სარდაფის აშენებით, კარგი ხარისხის ღვინის დაყენებითა და მისთვის ბაზრის მოპოვებით. მისი განზრახვაა აგრეთვე მევენახისათვის საჭირო იარაღებისა, მიწის მინერალური სასუქისა და სხვ., მოწოდება, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენში სამეურნეო კულტურის აღორძინებაში.

მარგანეცის წასაღებათ საზღვარგარეთიდან ორთქლის გემები ცარიელი მოდიან ფოთს და აი ამ გემებით მეოთხედ ფასად შესაძლოა მოტანა ისეთი საუცხოვო ხარისხის სასუქისა, რომელსაც ეწოდება ტომასის ფქვილი და რომლის გამოყენება ჩვენში დიდად წასწევს მეურნეობის ინტენსიფიკაციას, პატარა მამულიდან დიდი მოსავლის მიღებას, რაც დაუფასებელია ყოველ წვრილ მეურნეობაში ქვეყნებისათვის საზოგადოთ და განსაკუთრებით ჩვენი გუბერნიისათვის.

დანარჩენ კითხვებზე პასუხს იძლევა თვით წესდება.

ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების აქციათა უმეტეს ნაწილს დაინაწილებენ ისევ ადგილობრივი მეურნე-მევენახენი. მიღებულია სოფლის მცხოვრებთა წინადადება იმის შესახებ, რომ ამ საქმეს მოექცეს სასურსათო თანხა და მით უზრუნველყოფილ იქნეს მას- ში თვით მწარმოებლის მონაწილეობა, მაგრამ ამაზე იმედების დამყარება არაა საიმედო და ამიტომ, დანარჩენი ნაწილი აქციებისა უნდა განაწილდეს პეტერბურგში, იმ საკრედიტო დაწესებულებათა კლიენტებს შორის, რომელნიც საგარანტიო სესხს იძლევიან.

გაზეთი "თემი"

1914 წ. 16 მარტი

ხელახლა გამოქვეყნდა 2007 წელს, გაზეთ “ქვევრში”

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული